ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ყველა სიკეთესთან ერთად სულ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს რესურსებით და რესურსების გარეშე გამდიდრებული ქვეყნები.
მაგრამ არ არსებობს ოლიგარქიაში ან/და რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრებული არც ერთი ქვეყანა. არც ერთი!!!სხვა სიტყვებით, არსებული რეალობა უკეთეს შემთხვევაში სიღარიბის 100% - იანი გარანტიაა“-წერს ქადაგიძე.