“არსებული ინფრასტრუქტურით 2018 წლიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ვერ დაიწყება”

“არსებული ინფრასტრუქტურით 2018 წლიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ვერ დაიწყება”

access_time2017-10-01 10:00:31

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ტექდათვალიერება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება და არც ერთი დღით არ გადაიდება. მისიმე თქმით, შვეიცარიულმა კომპანიამ სამიდან ორი ეტაპი უკვე გაიარა და მესამეს უკვე თვის ბოლოს დაასრულებს.

 

„ამ პროექტზე მუშაობს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია „ეს-ჯი-ესი“. მათ სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულეს, მესამეს მივიღებთ თვის ბოლოს. დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დაიწყება სპეციალური კამპანია ტექდათვალიერების დროულად და ხარისხიანად ამოქმედებისთვის. ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ერთ დღეს ყველა მანქანამ უნდა გაიაროს ერთდროულად, არა, ეს იქნება გეგმა გაწერილი ერთი თვის განმავლობაში, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი რადიო „კომერსანტთან“ ტექდათვალიერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზაობასა და აღნიშნული კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე საუბრობს.

 

- რამდენად მზად არის დღეს ინფრასტრუქტურა და მთავრობა, იმისთვის, რომ ავტომანქანების ტექდათვალიერება გახდეს უკვე სავალდებულო მომავალი წლიდან?

 


– არსებული ინფრასტრუქტურით 2018 წლიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ვერ დაიწყება. ჩემი აზრით, ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.  ჩვენ მომხრე ვართ ამ კანონპროექტის, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება ჰაერის დაბინძურება. ჰაერის დაბინძურების 75% კი მოდის გამონაბოლქვზე. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ უნდა მოხდეს ეტაპობრივი დაგეგმვა. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ შვეიცარიულმა კომპანიამ „ეს-ჯი-ეს“, რომელმაც მთავრობისთვის კონსულტაციის გასაწევად, გაიმარჯვა ინტერესთა გამოხატვაში და მიიღო 3 მილიონი ლარი. ამ კომპანიას მთელი საზოგადოებისთვის უნდა ეთქვა, როგორ შეიძლებოდა ამის დანერგვა. ჯერ კიდევ მაის-ივნისში უნდა გამოქვეყნებულიყო პირველი რეპორტი, მეორე უნდა გამოქვეყნებულიყო სექტემბერში, მაგრამ ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს. ეს კომპანია თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას და ერთგვარად ჩიხურ სიტუაციაში ვართ. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა აკრედიტაციის სააგენტოსთან, მის ხელმძღვანელთანაც, ის მონდომებულია, რომ ეს ყველაფერი დროზე განხორციელდეს, მაგრამ ვაწყდებით წინააღმდეგობას, როცა ეს კომპანია ვერ ახერხებს მთავრობისთვის რეკომენდაციების გაწევას. ეს კომპანია ვერ აწვდის ინფორმაციას პრესცენტრებს და ისინი არ არიან მზად. დღეს არის 35 ხაზი და გვჭირდება დაახლოებით 100, ინვესტიციები შეჩერებულია, რამდენიმე კომპანია მე ვიცი, რომელიც აპირებდა შემოსვლას, მაგრამ არ შემოდის ახალი რეგულაციების გამოქვეყნებამდე, პერსონალი გადასამზადებელია, აპარატურა მინიმუმ ტესტ-რეჟიმშია გასაშვები და მძღოლებმა არ იციან რა და როგორ უნდა შემოწმდეს.

 

- თავიდან უნდა გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვა თუ რაში ხედავთ გამოსავალს?

 

- პირველ რიგში, ეს სამუშაო პროცესი უნდა გახდეს საჯარო, ჩაგვრთონ ჩვენც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არც 3 მილიონს ვთხოვთ და არც 3 ლარს. ამასთან, გვაქვს გარკვეული გამოცდილება, პირადად მე ისრაელში ვიყავი და სპეციალური გადამზადება გავიარე და ვარ სერთიფიცირებული ამ დარგში. სრულიად უანგაროდ შემიძლია დავჯდე და დავეხმარო იმ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამ თემაზე მუშაობს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ავიღეთ და ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით მაქსიმუმ დრო გვაქვს 2018 წლის სექტემბრამდე. აკრედიტაცია უნდა მინიჭდეს მათზე, ვინც უნდა შეამოწმოს ავტომობილები, მაგრამ მთლიანად პროცესზე ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენ ვერ გავიგეთ. მაგალითად, აირბალონიან სისტემებზე შემოწმება 3-ჯერ ჩავარდა, რადგან პროცესის მენეჯერი არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან.

 

- თქვენი მონაცემებით რა მდგომარეობაშია დღეს ავტოპარკი?

 

- ავტოპარკი არის მძიმე მდგომარეობაში. 90% ჩვენი ავტომობილების არის 10 წელზე უფრო ასაკოვანი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და გაუჩინარებულ შვეიცარიულ კომპანიას, რომ ეტაპობრივად დაინერგოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ჩვენ თუ დღესვე მოვითხოვთ გერმანულ სტანდარტს, დარჩება ძალიან ცოტა ავტომობილი. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ავტომობილების რაოდენობის შემცირება ამ გზით, თვითმიზანი უნდა იყოს ჰაერის გაჯანსაღება.

 

 

კომერსანტი




მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up