„არსებობს მიკერძოებული არბიტრაჟის არსებობის ფაქტებიც, რომლებიც კონკრეტული კრედიტორის ნებასურვილს ასრულებენ“

„არსებობს მიკერძოებული არბიტრაჟის არსებობის ფაქტებიც, რომლებიც კონკრეტული კრედიტორის ნებასურვილს ასრულებენ“

access_time2020-02-16 12:00:41

რადიო კომერსანტის გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ არბიტრაჟის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების შესახებ ისაუბრეს. გადაცემის სტუმრის იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“–ს სასამართლოსთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელის, მაკა თოდუას თქმით, არბიტრაჟი და მედიაცია ბიზნესისთვის, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს წარმოადგენს, სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე ბიზნეს დავები დროში იწელება, რაც ბიზნესისთვის სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს.


„დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მხარეს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს,როგორც ძირითად დაცვის საშუალებას, თუმცა ასევე არსებობს ალტერნატიული მექანიზმი,როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია. ყველა დავა არ არის არბიტრაჟუნარიანი, მაგრამ იმისთვის,რომ არბიტრაჟუნარიანი გახდეს დავა, საჭიროა მხარეთა შეთანხმება წერილობითი ფორმით.


ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო და სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე, განხილვის ვადების ძალიან ჭიანურდება, ფიზიკურად ვერ უმკლავდება სასამართლო იმ ნაკადს, რაც ბიზნესის დავებს უკავშირდება. შესაბამისად, არბიტრაჟი წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას, ის აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი და ჰქონდეს მაღალი სტანდარტები.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილი საარბიტრაო კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს.


„არბიტრაჟის პირველი დადებითი მახასიათებელი არის ის,რომ მხარეები თავად განსაზღვრავენ,რომელ კონკრეტულ ორგანიზაციას მიანდონ თავიანთი დავის გადაწყვეტა, განსხვავებით სასამართლოსგან, სადაც არ აქვთ არჩევანის შესაძლებლობა. მხარეები თავადვე ადგენენ წესებს, რა წესებითაც უნდა  გადაწყდეს მათი სამომავლო დავა. მნიშვნელოვანია ასევე არბიტრი იყოს იურისტი, ვინაიდან ძირითადად,დავების განხილვის დროს არბიტრი იყენებს კანონმდებლობას, რომლის განმარტებასაც სჭირდება იურისტის კვალიფიკაცია. ალბათ ხარვეზია ის,რომ საარბიტრაჟო კვალიფიკაციის კუთხით აუცილებელი მოთხოვნა არ გახლავთ, რომ არბიტრი იურისტი იყოს.


სამწუხაროდ, არსებობს მიკერძოებული არბიტრაჟის არსებობის ფაქტებიც,რომლებიც კონკრეტული კრედიტორის ნებასურვილს ასრულებენ, ეს აზიანებს ამ ინსტიტუტს და მის მიმართ ნდობას,“- ამბობს ანა გოგიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up