გენერალ მარკ მილი მიჩნევს რომ ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინისთვის არსებობს ახალი იერიშის წამოწყების პოტენციალი.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ Wall Street Journal-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ადმირალ, ტონი რადაკინთან ისაუბრა.
მარკ მილის თქმით, ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ ნათელია, რომ პუტინი ყველა თავის ამოცანაში ტოტალური ჩავარდნა განიცადა. მისი თქმით, რუსეთი ისევ იკავებს უკრაინის მოცულობით ტერიტორიას და მოსალოდნელია მძიმე ბრძოლები.
ამ წუთისთვის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ის არის, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვხედავთ ფრონტის ხაზების ერთგვარ სტაბილიზაციას, გარკვეული დროით მოქმედებების ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ ყინვების შედეგად არსებობს ახალი იერიშების წამოწყების პოტენციალი ორივე მხარისთვის, - განაცხადა მილიმ.