„გადარჩენისთვის საკმარისი დამსვენებელი გვყავს“ -  შატო იყალთო

„გადარჩენისთვის საკმარისი დამსვენებელი გვყავს“ - შატო იყალთო

access_time2020-10-18 11:00:46

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტურისტები არ არიან და აქტივობაც ნაკლებია არ გავჩერებულვართ და არსებობისთვის და გადარჩენისთვის საკმარისი ქართველი დამსვენებელი მივიღეთ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ შატო იყალთოს მენეჯერმა ფარნა მაყაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, შატო იყალთოს მიმართ ქართველი დამსვენებლის ინტერესი შედარებით გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ.


„ჩვენ 2019 წლის აპირილიდან გავიხსენით და გახსნიდან თვენახევარში „გავრილოვის ღამის“ ამბებმა მოგვისწრო და სიტუაცია გაგვიფუჭდა, შემდეგ პანდემიის გამო გავჩერდით და როდესაც საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცა საკმარისი რაოდენობის დამსვენებელი მივიღეთ, ვერ ვიტყვი, რომ სრული დატვირთვით ვმუშაობდით, მაგრამ ნორმალური დატვირთვა იყო“
- აღნიშნავს ფარნა მაყაშვილი.


შატო იყალთო მომხმარებელს აგროტურისტულ ვიზიტებს და ტურისტულ მასტერკლასებსაც სთავაზობს.


„გვაქვს ორსაუკუნოვანი ღვინის მარანი და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, დამსვენებელს უშუალოდ ღვინის დაყენების და თონეში პურის ცხობის პროცესში ვაღებინებთ მონაწილეობას, ასევე ბავშვებისთვის გვაქვს სპეციალური სივრცე. გარეშე პირები ჩვენთან არ დაიშვებიან და მხოლოდ დამსვენებლებისთვის არის გათვლილი, რაც მომხმარებლებისთვის სასურველი პირობაა“, - ამბობს ფარნა მაყაშვილი.



შატოს მენეჯერის თქმით, შატო იყალთოს მუშაობაზე ლარის გაუფასურებაც აისახა, რადგან პროდუქცია გაუძვირდათ. თუმცა ინფლაცია სასტუმროს და მომსახურეობის ფასებზე არ ასახულა, რადგან ქართულ სეგმენტზე არიან ორიენტირებული და ფასიც ქართველი მომხმარებლის შესაბამისი აქვთ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up