„საპარტნიორო ფონდმა“ „არსებობის 8 წლის განმავლობაში,საქართველოში $2,5 მილიარდი ინვესტიციის შემოტანა მოახერხა

„საპარტნიორო ფონდმა“ „არსებობის 8 წლის განმავლობაში,საქართველოში $2,5 მილიარდი ინვესტიციის შემოტანა მოახერხა

access_time2019-06-12 20:59:36

არსებობის რვა წლის განმავლობაში „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, მოახერხა, საქართველოში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოეტანა, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორმა, დავით საგანელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.


„საპარტნიორო ფონდმა“ სხვადასხვა მიმართულების სექტორში შექმნა მრავალი ბიზნეს საწარმო; დასაქმდა ათი ათასობით ადამიანი და ბიუჯეტში ათეულობით მილიონი შედის; დაფინანსდა ასზე მეტი ახალგაზრდული ინოვაციური პროექტი და ა.შ.“, – განაცხადა საგანელიძემ.


მისი თქმით, ფონდზე, რომელმაც თავისი პროექტებითა და საქმიანობით 192,8 მილიონის მოგება დაწერა და აჩვენა, სამწუხაროდ, ითქვა, რომ თურმე, ის წამგებიანია და ამაზე მათ შორის, პარლამენტში იყო საუბარი.


საგანელიძემ ასევე განაცხადა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო „საპარტნიორო ფონდი“ რეფორმირებას საჭიროებს.
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რომელ ალტერნატივას უჭერს ის მხარს რეფორმის ფარგლებში და როგორი იქნებოდა კარგი „საპარტნიორო ფონდი“, ან „განვითარების ბანკი“, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ შემუშავებულია სამი მოდელი, რომელიც ფართო წრეების ჩართულობით იქნება განხილული, თავად კი ერთ-ერთ მოდელს უჭერს მხარს, მაგრამ ყველას მოსაზრებას პატივს სცემს და სხვადასხვა მოსაზრებას სიამოვნებით გაიზიარებს.



„რამდენიმე დღეში შეხვედრა გვექნება ბიზნეს ასოციაციასთან, სადაც სამი მოდელი გაგვაქვს. დაახლოებით, ერთ კვირაში გვექნება შეხვედრა ეკონომიკის ექსპერტებთან და განხილვა გვექნება ეკონომიკურ საბჭოზე. არ მინდა, აქცენტი გავაკეთო ჩემი ერთი პოზიციით და ვთქვა, რომ ეს სწორია. ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ და სიამოვნებით გავიზიარებ. თუმცა, რა თქმა უნდა, საკუთარი მოსაზრება მაქვს და ჩემთვის ყველაზე შეწონილი მოდელი გამაჩნია. ჩემთვის მთავარია რამდენიმე პრინციპი – თუ ბორდი გადაწყვეტილებას იღებს, მისი აღსრულება ძალიან სწარაფად უნდა მიდიოდეს, ფონდის საქმიანობის მიმართულებები ძალიან უნდა იყოს ფოკუსირებული, ბორდი უნდა იყოს ისეთი, სადაც ინტერესთა კონფლიქტები არ იქნება და რაც ყველაზე მთავარია, უნდა შეიცვალოს დაფინანსების წყარო“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.


BFM





მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა

მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა
access_time2019-09-22 20:00:16
3 წლის  წინ ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა და მისმა ოთხმა ნაცნობმა აღმოაჩინეს, რომ მათ აერთიანებს ერთი გატაცება - ტეკილა. დღეს მათ მიერ შექმნილი ტეკილა Cincoro სარგებლობს უდიდესი პოპულარობით ამ სასმელის მოყვარულებს შორის და ერთი ბოთლი ღირს 130-დან 1600 დოლარამდე.   საბედისწერო ვახშამი პიცერიაში   3 წლის წინ, ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ...

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“
access_time2019-09-22 18:00:58
2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არასაბანკო დაწესებულებებიც, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოექცნენ. ამ პერიოდიდან იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის შემცირებაც. საწესდებო კაპიტალის ზრდა, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება და ა.შ. - ეს არის იმ რეგულაციების ჩამონათვალი, რომელიც უკვე მესამე წელია მიკროსაფინანსო ბაზარსაც შეეხო. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ამ ტიპის...

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...


მსგავსი სიახლეები

up