არქტიკაში საკრუიზო გემების აკრძალვას ითხოვენ

არქტიკაში საკრუიზო გემების აკრძალვას ითხოვენ

access_time2019-08-13 13:27:01

ტურისტების დიდი რაოდენობა და საკრუიზო გემები არქტიკას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში სკანდინავიის რეგიონისა და არქტიკის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყოველწლიურად რეგიონში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის. თუმცა, არქტიკის მკვლევარი მეცნიერები აცხადებენ, რომ მასობრივი ტურიზმი და საკრუიზო გემები არქტიკას საფრთხეს უქმნის და აზიანებს მის ბინადარ ცხოველებსა თუ მცენარეებს.



ისინი აღნიშნავენ, რომ ტურისტების მოსაზიდად ზოგიერთი საკრუიზო კომპანია მომხმარებლებს ისეთ ადგილებში სთავაზობს ექსპედიციებს, სადაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ. ამასთანავე, საკრუიზო „პროგრამის“ ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილს არქტიკაში ყინულის დნობის პროცესის ჩვენება წარმოადგენს.



ჟურნალ Der Spiegel-ის მიხედვით, საკრუიზო მოგზაურობები ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. 2009 წელს საკრუიზო გემით 11 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, 2018 წელს კი მათი რიცხვი 28.5 მილიონს გაუტოლდა. გამოცემის ინფორმაციით, მზარდი ინტერესისა და მოთხოვნის გამო მიმდინარე წელს მათ კიდევ 124 საკრუიზო გემი დაემატება.




არქტიკის მკვლევარი მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია რეგიონში კონტროლის მექანიზმების ამუშავება და დიდი საკრუიზო გემების აკრძალვა, როგორც ეს მიმდინარე წელს ვენეციაში მოხდა.



bpn.ge






მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აიღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანას  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის
access_time2019-12-14 14:00:53
ქართული ბრენდი PARKER GEORGIA ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბავშვობის მეგობრების წამოწყება 2 წელიწადში წარმატებულ, შემდგარ ბიზნესად იქცა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. PARKER GEORGIA-ს ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია. მათ ქართული ბრენდის ფეხსაცმელი საკუთარი სტილის განუყრელ ატრიბუტად...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“
access_time2019-12-14 10:00:30
„ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი მენეჯმენტი ხვდება,რომ კმაყოფილი დასაქმებული ნიშნავს, კმაყოფილ მომხმარებელს. ამ მიმდგომით მიმდინარეობს ის სამუშაოები,რაც შემდგომში ქმნის ღირსეულ და კომფორტულ სამუშაო გარემო პირობებს“–ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა და „დიო“-ს...


მსგავსი სიახლეები

up