კომპანია „არქი“: უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით ნაკლებად მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს

კომპანია „არქი“: უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით ნაკლებად მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს

access_time2018-10-11 11:00:00

2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას ვეღარ შეძლებს. აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.

 

შეუშლის თუ არა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ახალი რეგულაცია სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს განვითარებაში ხელს? ამის შესახებ „კომერსანტი“ დეველოპერულ კომპანია „არქის“ წარმომადგენელს ესაუბრა. როგორც „არქიში“ აცხადებენ, უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით ნაკლებად მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე დეველოპერულ კომპანიებსა და ეროვნულ ბანკს შორის საკითხზე კონსულტაციების პროცესი მიმდინარეობს.

 

„ეს რეგულაცია ჯერ არ არის საბოლოო სახით წარმოდგენილი. ჩვენი მოსაზრებაა, რომ  ბინის შეძენის დროს უფრო ნაკლებად მკაცრი რეგულაციაა საჭირო, რადგან აღნიშნული მოთხოვნა საქართველოს ბაზრის რეალობას ამ ეტაპზე არ შეესაბამება.


ამჟამად იმართება კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან დეველოპერული კომპანიებისა და ბანკების მხრიდან. ჩვენ გვჯერა, რომ მოხდება შეთანხმების მიღება რომელიც უფრო მოქნილ პირობებს შესთავაზებს მომხმარებლებს,“ - განუცხადეს „კომერსანტს“ არქიში.  

 

რაც შეეხება დეველოპერულ კომპანიებზე დაწესებულ ბოლოდროინდელ სამშენებლო რეგულაციებს, თემაზე კომენტირებისას „არქიში“ აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები მისასალმებელია, რადგან ის ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვაზეა მიმართული.



„აქამდე მომხმარებლების უსაფრთხოება მხოლოდ დეველოპერის კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული. ახალი სამშენებლო რეგულაციების შედეგად მომხმარებელი მაღალ ხარისხსა და უსაფრთხო გარემოს მიიღებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ ცვლილებებს. არქის პროექტები მუდმივად  ევროპული სტანდარტების დაცვით ხორციელდებოდა, მათ შორის მოწესრიგებული სახანძრო სისტემებიც საგულისხმოა. ახალი სამომავლო რეგულაციები ჩვენს შემთხვევაში ბინის ფასზე გავლენას არ იქონიებს,“ - აღნიშნეს კომპანიაში. 

 

დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ბიზნესის განვითარების დეტალებზეც ამახვილებს ყურადრებას. კომპანიას შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების 150%-იანი ზრდა აქვს. „არქის“ მიერ გაკეთებული პროგნოზით 2018 წელს 2017 წელთან შედარებით რიცხობრივი მონაცემები გაორმაგებული შედეგით დაიხურება.

 

 

„არქი ლიდერი“ დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წლიან გამოცდილებას ითვლის.  ამ ეტაპზე კომაპანიას აშენებული 280 000 კვ.მ. აქვს, რაც ჯამში 3 000 ჩაბარებულ ბინას უდრის. ასევე მიმდინარე 190 000 კვ.მ., რაც დამატებით 2 000 ბინას გულისხმობს.

 

ამ ეტაპზე კომპანიას 18 დასრულებული და 14 მიმდინარე სამშენებლო პროექტი თბილისსა და ბათუმში აქვს.  უახლოეს მომავალში კი რამდენიმე ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყება იგეგმება  განსხვავებულ ლოკაციებზე.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up