ბიზნესი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს: საზოგადოება  მმართველი პოლიტიკური ძალისგან ცვლილებებს ელოდება

ბიზნესი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს: საზოგადოება მმართველი პოლიტიკური ძალისგან ცვლილებებს ელოდება

access_time2018-11-30 10:00:00

 სამთვიანი წინასაარჩევნო ბატალიები დასრულდა. უკვე გადაწყვეტილია, საქართველოს 6 წელი, ევროპელი, ქალი პრეზიდენტი ეყოლება. საკმაოდ მძიმე საარჩევნო მარათონში, რომელიც მეორე ტურის დროს კიდევ უფრო დაიძაბა, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა — სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.  კომერსანტი, როგორც ბიზნეს და ეკონომიკური გამოცემა, მუდმივად ცდილობდა გაერკვია რას ფიქრობდა არჩევნებთან დაკავშირებით ბიზნესი და რა მოლოდინები ჰქონდათ ბიზნესმენებს, თუმცა ბიზნესი დუმდა.   


პოზიციის დაფიქსირება არჩევნების დასრულების შემდეგ უფრო მარტივი აღმოჩნდა. ბიზნესი დღეს კომერსანტთან არჩევნების შედეგებს აფასებს: 

 

ბიზნესმენი,Coca-Cola Bottlers Georgia- დამფუძნებელი  თემურ ჭყონია აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის  საერთაშორისო იმიჯი  უცხოელ ინვესტორებში კიდევ უფრო  მეტ ნდობას გააჩენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი  განცხადებით, მთავრობა უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების აზრს, მით უფრო უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოსაზრებებიც, რომელსაც საკმაოდ ნორმალური იმიჯი და ავტორიტეტი გააჩნია.



„პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში პირველი ქალი პრეზიდენტია და ეს ყველასთვის სასიამოვნო იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რას ელოდება ბიზნესი, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესი არასდროს არაფერს არ უნდა ელოდებოდეს, თავისი საქმე უნდა აკეთოს და  იმოქმედოს იმ გამოცდილებით და ჭკუით, რომელიც  გააჩნია. პირიქით,პრეზიდენტიც ჩვენგან უნდა ელოდებოდეს ბიზნესის გაძლიერებას, სახელმწიფოც ბიზნესზეა დამოკიდებული და ყველა. ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ არაფერს, უნდა მივდიოდეთ წინ და სახელმწიფო ამაში ტაშს უნდა გვიკრავდეს.  მთავარია, იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. “-აცხადებს ჭყონია.

 

 ბიზნესმენი, სადაზღვევო კომპანია „არდი დაზღვევის“ და მედია-ჰოლდინგ „კომერსანტის“ დამფუძნებელი  არმაზ თავაძე აცხადებს, რომ  „ არჩევნების ორივე ტურის შედეგები  იყო მკაფიო სიგნალი მმართველი პარტიის მიმართ, რომ ხელისუფლებამ  უპირობოდ და თანაც დროულად უნდა შეცვალოს  მიდგომები და საქმიანობის ის სტილი, რომელიც განვლილი წლების განმავლობაში არსებობდა.  მე სხვაგვარად ვერ შევაფასებ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად, მმართველი პარტიის მხრიდან ჩატარებული  საკმაოდ ინტენსიური, ცოტა აგრესიული და ემოციური წინასაარჩევნო აქტივობისა, 800 000-მდე ამომრჩეველმა, ანუ, ფაქტობრივად, არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე ადამიანმა, მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ მისცა ხმა. საზოგადოების მხრიდან, ეს იყო ძალიან მკაფიო მინიშნება, რომ ქვეყანა და საზოგადოება სერიოზული ცვლილებების მოლოდინშია, მათ შორის ბიზნეს-წრეებიც.  




რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებს ქვეყნის ახალ პრეზიდენტს და გულწრფელი ცნობისმოყვარეობით დავაკვირდები, რა პროგრესული სიახლეების შემოტანას შეძლებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.



კომერსანტის შეკითხვაზე, თუ რა ტიპის ცვლილებებს ელოდება იგი მმართველი პარტიისგან, ბიზნესმენი განმარტავს: „გასული წლების განმავლობაში ბიზნესისთვის სერიოზულ  ტვირთად იქცა არაკვალიფიციური საკადრო პოლიტიკა სახელმწიფო სტრუქტურებში.  არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე სახელმწიფო მოხელეებმა ურთულესი ბიუროკრატია შექმნეს ქვეყანაში. თავაძის მტკიცებით,  ეს წნეხი აუცილებლად უნდა მოიხსნას. აღარაფერს ვამბობ სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე.



სწორედ ასეთი ტიპის უხვად დაგროვილი  პრობლემების გამო გაუჭირდა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება. რა თქმა უნდა, საზოგადოება მმართველი პარტიის საქმიანობით კმაყოფილი რომ ყოფილიყო, უფრო მეტი სხვაობა იქნებოდა პრეტენდენტებს  შორის. ხელისუფლებას მეტი არჩევანი არა აქვს, მან უნდა შეძლოს განვლილი პერიოდის გააანალიზება და დროულად დაიწყოს სტრუქტურული ცვლილებები ქვეყანაში“ - აღნიშნავს თავაძე.

 

ბიზნესმენი,  უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის  კომპანია Redix-ის  ლაშა პაპაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ბიზნესისთვის მთავარია იყოს სიმშვიდე და სტაბილური კურსი. სხვა დანარჩენს ბიზნესი თავად შეძლებს გააკეთოს.  „განწყობა ნორმალურია,“-აღნიშნავს პაპაშვილი.

 

ევროპის ბიზნესასოციაციის დირექტორი“ დევიდ ლი  მიესალმება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას  და გამარტავს, რომ  ეს არჩევნები ნიშნავს იმას, რომ საქართველოს  ევროპული ღირებულებები აქვს.


როგორც ლი აცხადებს, საქართველო დღეს  დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების და რეფორმების პირველი მაგალითია მსოფლიოში.

 

„ამის გამო, ჩვენი მომავალი ეკონომიკური შესაძლებლობები  შესანიშნავია. გარდა ამისა, დიდი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის,“-აღნიშნავს დევიდ ლი.

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი

 

 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up