არმაზ თავაძე:  „კორონავირუსზე მეტად ქვეყანა  ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას “

არმაზ თავაძე: „კორონავირუსზე მეტად ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას “

access_time2020-03-20 13:30:24

„კორონავირუსზე მეტად ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას“, -ამის შესახებ „კომერსანტთან“ ბიზნესმენი არმაზ თავაძე საუბრობს. მისი განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი სამაგალითოა. ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოდგა.


„გულწრფელად რომ გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმით, რომ ხელისუფლება ორგანიზებულად შეხვდა კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს. თუმცა, კორონავირუსზე მეტად, ქვეყანა იმ შედეგების და საფრთხეების წინაშე დგას, რომელშიც შეიძლება   ჩვენი ეკონომიკა უახლოეს მომავალში აღმოჩნდეს.


ჩემი აზრით, ხელისუფლება ცოტა აგვიანებს ამ თემაზე რეაგირებას. ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება ძალიან კონკრეტული ანტიკრიზისული, ეკონომიკური გეგმა, სადაც მთავრობის მხრიდან გარკვეული ღონისძიებები მკაფიოდ იქნება გაწერილი. ბაზარი ყოველთვის მკვეთრად რეაგირებს მოლოდინებზე. დღეს ბიზნესის ყველა სფეროში ნეგატიური მოლოდინები სჭარბობს, ამიტომ ბიზნესს აუცილებლად სჭირდება მთავრობის მხრიდან მკაფიო ორიენტირები იმისათვის, თუ რაზე უნდა გაკეთდეს სამომავლოდ სწორება.



რა თქმა უნდა, ეს კრიზისი, გარკვეულ დარგებს უფრო მეტად დააზარალებს, ზოგიერთს კი შედარებით ნაკლებად. შესაბამისად, ამის წინასწარი პროგნოზირება და გათვლა მთავრობამ უნდა მოახდინოს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან მოხდეს ცალკეული დარგების მიმართ გარკვეული სტიმულირების ან გადარჩენის ღონისძებების შეთავაზება. ვისურვებდი, რომ ხელისუფლება ამ საკითხშიც ისეთივე ეფექტური და ორგანიზებული იყოს, როგორც ვირუსის შეკავების საკითხში აღმოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ღრმა ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალი იქნება და ამის პროგნოზირებას დიდი ანალიტიკური აზროვნება არ სჭირდება.


გუშინ, ჩვენი საზოგადოება ერთსულოვნად უკრავდა ტაშს ქართველ ექიმებს მადლიერების გამოხატვის ნიშნად. მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ იშურებენ ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ სამადლობელ სიტყვებს. თუმცა, რატომღაც ყველას დაავიწყდა, რომ სულ რამდენიმე თვის უკან, ხელისუფლების მხრიდან  მიღებულმა ცნობილმა 520-ე დადგენილებამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა ჰოსპიტალურ სექტორს და ექიმებს. მე კარგად ვიცნობ ჰოსპიტალურ სექტორს და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 520-ე დადგენილების და დღევანდელი კრიზისის ერთობლივი გავლენის გათვალისწინებით, უახლოეს თვეებში ქართველი ექიმების დიდი ნაწილი სახელფასო ანაზღაურების გარეშე შეიძლება დარჩეს. იმედი მაქვს, ხელისუფლებაში გააზრებული აქვთ ეს საფრთხე.


ჰოსპიტალური სექტორის მსგავსად, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესის არაერთი სფერო. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ დროულად მოახდინოს პრაქტიკული ანტიკირიზისული გეგმის შემუშავება, სანამ პროცესებს ჯერ კიდევ ეკონომიკური კოლაფსის ფორმა არ მიუღია“, -აცხადებს არმაზ თავაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up