ბაზარზე არმატურის ფასი მკვეთრად გაიზარდა - ეს პროცესი ყველა სამშენებლო პროექტზე იმოქმედებს

ბაზარზე არმატურის ფასი მკვეთრად გაიზარდა - ეს პროცესი ყველა სამშენებლო პროექტზე იმოქმედებს

access_time2021-01-15 12:00:44

მსოფლიო ბაზარზე სამშენებლო მასალების ღირებულების ზრდა განსაკუთრებით არმატურის ფასებზე აისახა. საქართველოში მეტწილად ქართული, უკრაინული, თურქული და ირანული არმატურა გამოიყენება, რომელთა ფასმა ბოლო პერიოდში 40 პროცენტიანი ზრდა განიცადა. ხომ არ შეაყოვნებს ეს სურათი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ქვეყანაში და როგორ უმკლავდებიან მშენებლები ბაზარზე ცვლილებებს, ამის შესახებ კომერსანტთან „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ენერგომოხმარების კოლოსალურმა ზრდამ მეტალის ფასებზე იმოქმედა, ამან კი თავის მხრივ გავლენა მოახდინა ყველა შიდა პროექტზე ქვეყანაში.


„ადგილობრივი წარმოებისა და უკრაინული არმატურის ფასი ნამდვილად გაზრდილია, ასევე თურქეთიდან შემოდის ძალიან ცოტა. ეს მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მსოფლიოში გაიზარდა ენერგომოხმარების მაჩვენებელი. არმატურის და მეტალის ფასის დიდი ნაწილის შემადგენელია ენერგომომხმარებელი, როგორც ელექტრობა ისე ნავთობისა და გაზის ფასები. მშენებლობები ასე თუ ისე მიდის და ქვეყნები მეტ ფულს დებენ ინფრასტრუქტურაში, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვარეგულირებთ ამ ფასებს. ყველა შიდა პროექტებზე ამან იმოქმედა, მაგრამ არ იმოქმედა გრძელვადიან, დონორების მიერ დაგეგმილ პროექტებზე იმიტომ, რომ მათ ფიქსირებული აქვთ ფასები. თუ მოიმატა სამშენებლო მასალის ფასმა , მაშინ ინდექსაცია ხდება. სამწუხაროდ ამის მიღწევა გვინდა ჩვენც ქართულ ტენდერებში, მაგრამ ჯერჯერობით არავინ აქცევს ყურადღებას ამ ყველაფერს. არამგონია არმატურის ფასის ცვლილება დიდად აისახოს პროექტებზე იმიტომ, რომ ვისაც კომერციული გამოცდილება აქვს, მან ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს მსგავსი შემთხვევები. თუ მოგება იყო იყო 6-7 ან 8 პროცენტი, ახლა მიიღებ 2 პროცენტიან მოგებას, რომელიც უმუშევრობას სჯობია,“- განმარტავს პაატა ტრაპაიძე.


სამშენებლო კომპანია დომუსში განმარტავენ, რომ მსგავსი დიდი ცვლილება სამშენებლო მასალების ფასებში, მომავალში ბინის ფასებზე აისახება, თუმცა მშენებლები პროექტების შეჩერებას მაქსიმუმ ორი თვით შეძლებენ, რათა დააკვირდნენ ხომ არ არის ეს სპეკულაციური ფასის ცვლილება.



„ჩვენ რკინა-ბეტონის სამუშაოები რაც გვქონდა დავასრულეთ, თუმცა მიმდინარე მშენებლობებს არმატურის ფასის გაძვრება ხელს არ შეუშლის. სამომავლოდ იმდენად დიდი მატება გვაქვს არმატურის ფასის, რომ შეიძლება მშენებლებმა მოკლე ვადით თავი შეიკავონ. ეს შესაძლოა იყოს ერთი ან ორთვიანი, შეიძლება შეხედონ ხომ არ არის ეს სპეკულაციური მატება და ისევ უკან ხომ არ ჩამოვა. გრძელვადიან ჭრილში არავინ შეაჩერებს პროექტებს ამის გამო. როცა ტენდერში შევდივართ ვაფიქსირებთ, რომ მასალებზე ფასის 5-10 პროცენტის ზრდის შემთხვევაში შეიძლება გადახედილ იქნეს ჯამური მოცულობა სამუშაოს. ეს თუ მშენებელს არ აქვს ჩადებული კონტრაქტში, ეს მისი რისკია და ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. შეიძლება ფასების ზრდა ბინის ფასებზე გადაიტანონ მშენებლებმა, მაგრამ პროექტს ეს ვერ დააყოვნებს,“ - განმარტავენ კომპანია „დომუსში“.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up