არის თუ არა უსაფრთხო პურში გამოყენებული საკვები დანამატები

არის თუ არა უსაფრთხო პურში გამოყენებული საკვები დანამატები

access_time2021-01-28 12:10:05

საქართველოში მარცვლეულის მოყვანის და მრავალფეროვანი პურეულის ცხობის საკმაოდ დიდი ტრადიცია არსებობს. ყველაზე გავრცელებული საკვები პროდუქტი ყველა ოჯახში მოიპოვება და უმეტესწილად, იგი ხორბლის ფქვლისგან ცხვება. თუმცა, ხორბლის დამუშავების ტექნოლოგიამ პურის ფასეულობაც შეცვალა და მრავალგვარი საკვები დანამატებით გამდიდრებულმა, გემურ თვისებებთან ერთად განსხვავებული ფორმა და ვიზუალი შეიძინა.


საზოგადოებისთვის აქტუალობას არ კარგავს კითხვები თუ რისგან შედგება მათი არსებობისათვის მნიშნვნელოვანი პროდუქტი. მით უმეტეს, ბევრი მითი თუ რეალობა ვრცელდება პურში გამოყენებული საკვები დანამატების შესახებ.


თავისი შემადგენლობით უნიკალური ხორბლის მარცვალი, რომელიც უამრავ ვიტამინს, მათ შორის A, E, F, B-ს, ასევე დიდი რაოდენობით მინერალებს - სპილენძს, სელენს, მაგნიუმს, კობალტს, თუთიას, ნატრიუმს, სილიციუმს, მარგანეცს, კალიუმს, იოდს ... შეიცავს, რატომ საჭიროებს საკვებ დანამატს? რა მიზნით გამოიყენება იგი ხორბლის ფქვილის წარმოებაში? ან რა სახისა და ხარისხის დანამატებით ხდება ფქვილის გამდიდრება და როგორ ხდება მათი კონტროლი საქართველოში, ამ საკითხზე წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორს, ლადო ბიძინაშვილს გავესაუბრეთ.


რა სახის დანამატების გამოყენება ხდება ხორბლის ფქვილის წარმოებაში?


ისევე, როგორც ყველა სხვა საკვებ ინდუსტრიაში, ფქვილის წარმოებაშიც გამოყოფენ 2 სახის დანამატს. პირველი - ბუნებრივი და მეორე - ქიმიური დანამატი. საქართველოში ფქვილის წარმოება-რეალიზაცია რეგულირდება მთავრობის მიერ დამტკიცებული ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტით, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, როგორი უნდა იყოს ფქვილის შემადგენლობა სახეობების მიხედვით. საკვები დანამატების გამოყენების საკითხსაც რეგლამენტი ადგენს.


საიდან შემოდის საქართველოში დანამატები და რამდენად საიმედოა ისინი?


ჩვენს ქვეყანაში საკვები ფქვილის დანამატები ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. ამ ეტაპზე ჩვენი კომპანია იყენებს გერმანულ და ჰოლანდიურ დანამატებს. დაახლოებით 6-7 წლის წინ, აქტიურად ვიყენებდით თურქულ დანამატებს, მცირე რაოდენობით - რუსულსაც, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულად მოხდა ჩანაცვლება გერმანული და ჰოლანდიური დანამატებით, რომლებიც მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ შეიცავენ.


რამდენად მნიშვნელოვანია, ან რატომ არის აუცილებელი მათი გამოყენება ხარისხიანი ფქვილის წარმოებაში?



დანამატების გამოყენება არ ხდება მასიურად ყველა სახეობის ხორბლის ფქვილის წარმოებაში. ძირითადად, მივმართავთ იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს კონკრეტული მაჩვენებლის გაუმჯობესება სურს, თუმცა დანამატის რაოდენობაც მკაცრად განსაზღვრულია. მაგალითად, თუ მომხმარებელს სურს რომ რომელიმე კომპონენტი თუნდაც 2-ჯერ გაუმჯობესდეს, ეს შეუძლებელია. დანამატები, ძირითადად, გამოიყენება მასიური ცხობისთვის განკუთვნილ ფქვილზე, როდესაც მომხმარებელს სურს, ყველა მიწოდებული ფქვილის პარტია ერთმანეთს ჰგავდეს და არ ქონდეს თუნდაც მცირედი გადახრა სხვა დანარჩენი მიწოდებებიდან.


როგორ კონტროლდება დანამატების უსაფრთხოება და რომელი დანამატის გამოყენება არის კატეგორიულად დაუშვებელი?


დაუშვებელია ქიმიური დანამატების გამოყენებით ხორბლის ფქვილის წარმოება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, მისი გადამოწმება მხოლოდ ლაბორატორიული გზით არის შესაძლებებლი, რომელსაც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო - სურსათის ეროვნული სააგენტო, საკმაოდ ინტენსიურად აკონტროლებს.


განსხვავდება თუ არა დანამატების სახეობა ფქვილის კლასების მიხედვით? ახდენს თუ არა გავლენას დანამატები პურის გემოვნურ თვისებებზე?


საკვები დანამატების გამოყენებით გემოვნური თვისებები არ იცვლება. სხვადასხვა სახეობის ფქვილი განკუთვნილია სხვადასხვა დანიშნულების გამოყენებისთვის, შესაბამისად, დანამატებიც განსხვავდება ერთმანეთისგან, იმის მიხედვით, საბოლოოდ თუ რა პროდუქტის მიღება გვჭირდება.


საზოგადოება ხშირად გამოთქვამს წუხილს დანამატების გამოყენებაზე. არსებობს მოსაზრება, რომ საკვები დანამატების გამოყენებით ჯანსაღი პური არ იწარმოება. თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?


თუ ფქვილის წარმოებაში ქიმიური დანამატებია გამოყენებული, რა თქმა უნდა, მოახდენს გავლენას, ბუნებრივი წარმოშობის საკვები დანამატები კი ნამდვილად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.


რა სახის საკვებ დანამატებს იყენებს ბარაქა? როგორ აკონტროლებთ მის ხარისხს?


ხორბლის ფქვილის წარმოებაში ჩვენ მხოლოდ ბუნებრივ საკვებ დანამატს ვიყენებთ. როგორც აღვნიშნეთ, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან იმპორტირებული, უსაფრთხო, ასევე, მაღალხარისხიანი საკვები დანამატებით ხდება ფქვილის გამდიდრება. ხარისხისა და უვნებლობის კონტროლის მიზნით, პერიოდულად ვატარებთ ლაბორატორიულ კვლვებს. გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო - სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს მათ ხარისხსა და უვნებლობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვები ინდუსტრიის წარმოებაში კეთილსაიმედო ქვეყნებიდან საჭირო ნედლეულის იმპორტი, რასაც ჩვენ მივმართავთ.


(R)

თეგები:
პური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up