არის თუ არა სასურველი სხვადასხვა ვაქცინით აცრა? რას ამბობენ მეცნიერები?

არის თუ არა სასურველი სხვადასხვა ვაქცინით აცრა? რას ამბობენ მეცნიერები?

access_time2021-12-18 00:00:00

სხვადასხვა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ვაქცინით აიცრა, უფრო მეტი ანტისხეულები აქვთ. თუმცა მაინც ისმის კითხვა: ეს რამე რისკთან ხომ არ არის დაკავშირებული? შესაბამისი პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.



რა ხდება?



2021 წლის 7 დეკემბრიდან ევროპის წამლის სააგენტო (EMA) და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) სხვადასხვა პრეპარატით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას უწევენ რეკომენდაციას. ამ შემთხვევაში საუბარია ვექტორულ და რნმ ვაქცინებზე. ფაქტობრივად, იმავდროულად ოქსფორდის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა მეთიუ სნეპმა, რომელიც პაციენტებთან დაკავშირებულ დიდ კვლევას - Com-COV2 ხელმძღვანელობს, ე.წ. ჯვარედინი ვაქცინაციის (ორი განსხვავებული პრეპარატით აცრა) წარმატებული შედეგების შესახებ ისაუბრა.



როგორ გაჩნდა ორი სხვადასხვა პრეპარატით აცრის იდეა?



მას შემდეგ, რაც EMA-მ AstraZeneca-ს ვაქცინა 2021 წლის იანვარში დაამტკიცა, მას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აკეთებდნენ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პრეპარატმა შეიძლება ახალგაზრდა ქალებში თრომბოზის რისკი გამოიწვიოს. 1-ელ აპრილს გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმა კომისიამ (Stiko) რეკომენდაცია გასცა, რომ აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 60 წელს გადაცილებული პირები აცრილიყვნენ.



ეს იმას ნიშნავს, ბევრმა პაციენტმა, რომელთაც AstraZeneca-ს პირველი ინექცია გაუკეთდათ, მეორე დოზად BioNTech / Pfizer-ის ან Moderna-ს მიერ წარმოებული პრეპარატი მიიღო. დღეის მონაცემებით კი გერმანიაში ყველა ასაკოვან ადამიანს შეუძლია AstraZeneca-თი აიცრას, თუ ყველა რისკი ექიმთან წინასწარ იქნება განხილული. გარდა ამისა, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ორი განსხვავებული ვაქცინის კომბინაცია პანდემიის შესაჩერებლად შეიძლება კარგი დროებითი გამოსავალი იყოს.



ვის აქვს მეტი ანტისხეულები?



ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიმდინარე წლის ივნისში გამოაქვეყნეს თავიანთი კვლევის პირველი შედეგები, რომლის მიხედვითაც მათ, ვინც პირველად AstraZeneca-თი, მეორედ კი BioNTech / Pfizer-ით აიცრა, უფრო მეტი ანტისხეულები აღმოაჩნდათ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც სრულად AstraZeneca-თი იყო ვაქცინირებული. ამავდროულად, საპირისპირო თანმიმდევრობა - ჯერ- BionTech / Pfizer-ი და შემდეგ- AstraZeneca, ასევე უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე AstraZeneca-ს ორი დოზა.




ანტისხეულების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა კვლევის იმ მონაწილეებში, რომლებმაც BioNTech / Pfizer-ის ორი დოზა მიიღეს. თუმცა „ჯვარედინი ვაქცინაციის“ შემთხვევაში - ჯერ- BioNTech / Pfizer-ი და შემდეგ- Moderna - შედეგი უფრო უკეთესი იყო. კვლევაში, სახელწოდებით Com-COV, მონაწილეობდა 50 წელს გადაცილებული 830 მოხალისე, რომლებმაც ვაქცინების სხვადასხვა კომბინაცია გაიკეთეს. პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 4 კვირა იყო.
მეორე კვლევამ, სახელწოდებით Com-COV2, 1070 მოხალისის შედეგები შეისწავლა. ამავდროულად, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი მეთიუ სნეპი დარწმუნებულია, რომ AstraZeneca-თი ორჯერადად აცრას კოროვირუსთან ბრძოლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ ვიცით, რომ ორი იდენტური პრეპარატით სტანდარტული ვაქცინაცია COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობისა და დელტა შტამის წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანია“, - ამბობს მეცნიერი.



აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთში კოროინავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა და არა 4 კვირა, როგორც ეს Com-COV-ის შემთხვევაში გახლდათ. თუმცა პროფესორმა სნეპმა BBC-ს განუცხადა, რომ მისმა გუნდმა ივლისში ასევე გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მონაწილეებიც სხვადასხვა პრეპარატით იყვნენ აცრილი, ხოლო პირველ და მეორე დოზებს შორის შუალედი 12 კვირა იყო.



თავის მხრივ, საარის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვისაც ჯერ AstraZeneca-ს, შემდეგ კი BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთეს, გამოუმუშავდათ უფრო ძლიერი იმუნური პასუხი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი და იმავე პრეპარატით ორჯერადად აიცრნენ. გერმანელმა მეცნიერებმა თავიანთი შედეგები 2021 წლის ივლისის ბოლოს სპეციალიზებულ ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს.



ვაქცინების რომელი კომბინაციაა ყველაზე ეფექტიანი?



ჰომბურგში მდებარე საარის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებულ კვლევაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ზოგიერთი მათგანი AstraZeneca-თი იყო აცრილი, ნაწილი - BioNTech/Pfizer-ით, დანარჩენები - ჯერ AstraZeneca-თი, შემდეგ კი- BioNTech / Pfizer-ით.



მკვლევრებმა მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ სამივე კატეგორიის წარმომადგენელთა იმუნური რეაქცია შეადარეს. „ჩვენ არა მხოლოდ გავარკვიეთ, აცრილებში რამდენი ანტისხეული წარმოიქმნა, არამედ დავადგინეთ ე.წ. გამანეიტრალებელი ანტისხეულების გავლენის სიძლიერე“, - ამბობს საარის უნივერსიტეტის ტრანსპლანტაციისა და ინფექციური იმუნოლოგიის პროფესორი მარტინა ზესტერი. „ამავდროულად, ეს გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აკავებენ ანტისხეულები ვირუსს, რათა ამ უკანასკნელმა უჯრედში ვერ შეაღწიოს“, - დასძენს მეცნიერი.




ანტისხეულების ანალიზმა აჩვენა, რომ BioNTech / Pfizer-ის ორი დოზა და AstraZeneca-სა და BioNTech / Pfizer-ის ვაქცინების კომბინაცია უფრო ეფექტიანია, ვიდრე - ორი დოზა AstraZeneca. კვლევის მონაწილეებმა, რომლებიც პირველი ორი ვარიანტით იყვნენ ვაქცინირებული, ათჯერ მეტი რაოდენობის ანტისხეული განუვითარდათ, ვიდრე მათ, ვინც AstraZeneca-ს ორ დოზით აიცრა. ”რაც შეეხება გამანეიტრალებელ ანტისხეულებს, კომბინირებული ვაქცინაციის სტრატეგია უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე - BioNTech / Pfizer-ის ორი დოზა”, - ამბობს ზესტერი.



ზუსტი მონაცემები არ არსებობს



ესპანური კვლევა, სახელწოდებით CombivacS-ი, რომელშიც 663 ადამიანი მონაწილეობდა და მადრიდის კარლოს III-ის სახელობის ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს, ანალოგიური შედეგებით დასრულდა. მისი წინასწარი მონაცემები სპეციალიზებულ გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა. თუმცა აღნიშნულ ექსპერიმენტს, ისევე, როგორც საარის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევას, დამოუკიდებელი ექსპერტების შემოწმება ჯერ არ გაუვლია. Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მხოლოდ შუალედურ მონაცემებზეა საუბარი. ესპანური კვლევის მონაწილეთა ორ მესამედს AstraZeneca-ს პირველი დოზის შემდეგ BioNTech / Pfizer-ის მეორე ინექცია ჰქონდა გაკეთებული. სტატიის Nature-ში გამოქვეყნების დროისთვის კი ერთი მესამედი მხოლოდ ერთჯერადად იყო აცრილი.



ბარსელონას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (ერთ-ერთი კვლევა სწორედ აქ ჩატარდა) წარმომადგენლის, მაგდალენა კამპინსის თქმით, მონაწილეებს, რომლებიც ორი განსხვავებული პრეპარატით იყვნენ აცრილი, მეორე დოზის შემდეგ ჰქონდათ უფრო მეტი ანტისხეულები, რომლებსაც ლაბორატორიული ტესტებით კორონავირუსის ამოცნობა და განეიტრალება შეეძლოთ. თუმცა ამ კვლევის მინუსი არის ის, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა საკონტროლო ჯგუფის გარეშე, რომელშიც ერთი და იმავე პრეპარატით აცრილი მოხალისეები იქნებოდნენ.



მიუხედავად სხვადასხვა კვლევის შედეგებისა, გერმანიაში ორი განსხვავებული პრეპარატით აცრა ერთი და იმავე ვაქცინით აცრას უტოლდება. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო პაულ ერლიხის ინსტიტუტის მონაცემებით ხელმძღვანელობს. „ჯვარედინი ვაქცინაცია“ აღიარებულია კანადაშიც. ამ თემაზე კვლევა აშშ-ში ჯერ კიდევ გრძელდება.



imedinews.ge

თეგები:
აცრა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up