არის თუ არა საქართველოში შექმნილი ფორს-მაჟორი?

არის თუ არა საქართველოში შექმნილი ფორს-მაჟორი?

access_time2020-03-16 21:40:51

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გეგმის კვალდაკვალ, საქართველოში კომერციული ბანკების მხრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების გარკვეული სეგმენტის მიმართ დაწესებული საშეღავათო პერიოდის დაწესებასთან დაკავშირებით, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებების და შეზღუდვების მხედველობაში მიღებით, საკითხზე: გვაქვს თუ არა სამართლებრივი ფორს-მაჟორი, სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, ნიკა გოგბერაშვილის განმარტებით, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მისი გამოწვევებისა და შედეგების გათვალისწინებით, ფორს-მაჟორი არ არსებობს, რომლის არსებობისთვის, საჭიროა კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული აქტი ფორს-მაჟორის თაობაზე. პრობლემას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის არარსებობა, საკითხის მიმართ ეროვნული დონის სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნები, ფორს-მაჟორული გარემოებების შეფასება მხოლოდ ხელშეკრულების მხარეთა  ნების საფუძველზე, რაც, სამართლებრივი დავის პირობებში, დადასტურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ამყოფებს მომჩივან მხარეს.

 

ნიკა გოგბერაშვილი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი:

 

- ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში დღის წესრიგში დგება ფორს-მაჟორის სამართლებრივი რეჟიმის ამოქმედების საკითხი. საბანკო სექტორის მხრიდან აქტიურად ხორციელდება კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს სესხების გადახდა გარკვეული ვადით გადაუვადდათ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ითვლება ხელშეკრულების დარღვევად. იმისათის, რომ დასმულ შეკითხვას პასუხი გაეცეს, უნდა განიმარტოს ტერმინ „ფორს-მაჟორის“ სამართლებრივი მნიშვნელობა.

 

ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა (ემბარგო) და სხვა.

 

აღიშნული ინსტიტუტი, ერთგვარ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს იმ ხელშემკვრელი მხარისთვის, რომელიც გარემო პირობებიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკურლბით ნაკისრი ვალდებულება. სწორედ მისი მოქმდების პირობებში, მხარე თავისუფლდება ხელშეკრულების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობისაგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება არ უნდა შესრულდეს.

 

ფორს-მაჟორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ტერმინის განმარტების არარსებობა. ფორს-მაჟორის ცნების განსაზღვრა, მთლიანად მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი.

 

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხია ფარდობითობა, რაც ფორს-მაჟორს ახასიათებს. ერთი და იგივე გარემოება, ერთ შემთხვევაში, შეიძლება ფორს-მაჟორად იქნეს მიჩნეული, ხოლო მეორე შემთხვევაში - ჩვეულებრივ მოვლენად იქნეს განხილული.

 

პრობლემატურია, აგრეთვე, ხელშეკრულების ბუნდოვანი დათქმები. ფორს-მაჟორი, იმ სამართლებრივ ინსტიტუტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში არსებული დათქმა ზუსტი და ამავდროულად მოქნილი უნდა იყოს, რათა კონტრაჰენტებმა სასურველისგან საპირისპირო შედეგები არ მიიღონ. არა მარტო ფორს-მაჟორის დათქმის ხელშეკრულებაში ასახვისგან თავის შეკავება, არამედ დებულების არასწორი ფორმულირებაც მხარეებს  ხშირად აყენებს პრობლემების წინაშე.


 

ყოველი შეუქცევადი გარემოება არ შეიძლება ფორს-მაჟორად იქნეს მიჩნეული, მას  ახასიათებს თავისი წინაპირობები, რაც აუცილებელია გარემოების ფორს-მაჟორად განხილვისთვის და მხარის პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად: ა) გარე ფაქტორი - შემთხვევა ხელშემკვრელ მხარეთა კონტროლს მიღმა უნდა იყოს, ბ) არაპროგნოზირებადობა - შემთხვევა არ უნდა იყოს განჭვრეტადი/პროგნოზირებადი/მოსალოდნელი და გ) გადაულახავი - შემთხვევა არის გარდაუვალი.

 

პასუხი კითხვაზე: „ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, არის თუ არა ფორს-მაჟორი?,“ სამართლებრივი კუთხით პასუხი - უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ „COVID-19“-ის გავრცელება, შესაძლოა, მხარეთა კონტროლს მიღმა არსებობდეს, თუმცა დღეის მდგომარეობით, ის არ წარმოადგენს გარდაუვალ მოვლენას და ამავე დროს, შესაძლებელია იყო მისი პროგნოზირებაც.

 

მნიშვნელოვნაი გარემოებაა ისიც, რომ მოვლენა ხელს უნდა უშლიდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულებას. როგორც გაირკვა, ბანკების მიდგომა ვრცელდება ყველა კონტრაჰენტზე და მნიშვნელობა არ აქვს, მათი მხრიდან შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულების შესრულება. მსგავსი მიდომა უცნობია ფორს-მაჟორის ინსტიტუტისთვის.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია უშუალოდ ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობები, რომელიც ნაკლებად საეჭვოა მსგავს მდგომარეობას დაუძლეველ ძალად აკვალიფიცირებდეს. მითუმეტეს იმ ვითარებში, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაც კი არაა გამოცხადებული.

 

გამომდინარე აქედან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბანკების მსგავსი მიდგომა წარმოადგენს მთავრობისა და კერძო სექტორის საერთო ძალისხმევით მიღწეულ შედეგს, რაც, სამართლებრივი არსით, სამწუხაროდ, არანაირ კავშირში არ იმყოფება დაუძლეველ ძალასთან.

 

ამასთან, გვსურს საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს შემდეგს: ფორს-მაჟორული მდგომარეობის შექმნა, აპრიორი არ გულისხმობს პასუხისმგებლობის გამორიცხვას. აუცილებელია მისი დადასტურება სათანადო ორგანოს საშუალებით.

 

საქართველოში მოქმედი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ 2012 წლის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის თანახმად, პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირების ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, ახდენს ფორს-მაჟორული გარემოებების დამოწმებას.

 

სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნა მხედველობაშია მისაღები, თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, საქმეზე: №ას-418-391-2010 მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ავტომობილები დააზიანა დაუძლეველმა ძალამ და აღნიშნული დაუძლეველი ძალის არსებობის დასადგენად, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას მხოლოდ  საქართველოს სავაჭრო-სამრეწლო პალატის ცნობა, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მითითებულ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს.

 

სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამოწმებს ფორს-მაჟორის არსებობას, ანუ იმ გარემოებას, რომელიც შესაძლებელია ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, ხოლო პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედის“.  

საზოგადოებისთვის საყურადღებოა ფორს-მაჟორთან დაკავშირებული ქართული სასამართლო პრაქტიკაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ფორს-მაჟორულმა დათქმებმა შეიძინა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც მოჰყვა აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს არათანმიმდევრული პრაქტიკის წარმოშობა. მთელ რიგ შემთხვევებში, თუ საქმე ეხებოდა ვალდებულების შესრულებას 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდებში, ეს გარემოება პირდაპირ მიიჩნეოდა ფორს-მაჟორად და სასამართლოს მიერ არ მოწმდებოდა გადაულახავობის კრიტერიუმი, თუმცა, არსებობს ისეთი გადაწყვეტილებებიც, სადაც სასამართლომ სწორად განმარტა საკითხი. მაგალითად:

ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქმეზე   #2ბ/4450-10. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია საომარი მდგომარეობა გამოცხადებული იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე მოქმედება (ფულის გადახდა) უნდა განხორციელებულიყო.

 

ბ) საქართველოს უზენაესმა  სასამართლომ 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე №ას-153-143-2015 განმარტა, რომ აგვისტოს ომის შედეგად წარმოქმნილი შედეგები ფორს-მაჟორის არსში, რა თქმა უნდა, თავსდებოდა, თუმცა არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი აგვისტოს ომის მოვლენასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მხარის აპელირება უფრო სუბიექტურ ფაქტორებს ეყრდნობოდა, ვიდრე ფორს-მაჟორის რეალურ გარემოებას.

 

შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ ფორს-მაჟორის ხელშეკრულებაში გაწერის ზუსტ ფორმულირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მხარეთათვის ცუდი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ფორს-მაჟორული დათქმის არარსებობა, არამედ ბუნდოვანი და არაზუსტი ჩანაწერიც. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებაში არსებული ფორს-მაჟორული დათქმა უნდა შეიცავდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ ზუსტ და მოქნილ ჩანაწერს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, შეუტყობინებლობის ან დაგვიანებული შეტყობინების შედეგები, ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მისი თანმდევი იურიდიული შედეგი.

 

სასამართლო „ბრმად“ არ უნდა დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების ფაქტსა და თუნდაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნის არსებობას. სასამართლომ თითოეულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების გართულებასა და ფორს-მაჟორულ გარემოებას შორის. ასევე ფორს-მაჟორის ამოქმედების ისეთი აუცილებელი იურიდიული წინაპირობები, როგორიცაა გადაულახავობა და მხარის კონტროლს მიღმა არსებობა, რის საფუძველზეც შეძლებს საფუძვლიან მსჯელობას და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანხვედრაში იქნება კერძო სამართლის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, როგორიც ფორს-მაჟორია.

 

ინფორმაციას "ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებენ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up