არის თუ არა კოვიდსასტუმროები ვირუსით ინფიცირების ერთ-ერთი წყარო

არის თუ არა კოვიდსასტუმროები ვირუსით ინფიცირების ერთ-ერთი წყარო

access_time2020-12-18 10:00:34

სექტემბერში საქართველოს მთავრობამ მსუბუქი და უსიმპტომო კოვიდ პაციენტების სასტუმროებში მკურნალობის გადაწვეტილება მიიღო. ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება ნაკლები ფინანსური დანახარჯით ახსნა. მაშინ, ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებდა, რომ უწყებას სასტუმროების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონდა, გარდა საკარანტინე სტანდარტისა. ამ ყველაფრის პარალელურად სახელმწიფო უწყებები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ და არა ერთი რეგულაცია თუ წერტილოვანი შეზღუდვა აამოქმედეს. თუმცა, არავის უსაუბრია იმის შესახებ რამდენად დაცული იყო კოვიდსასტუმროებში უსაფრთხოების ნომრები. ამ დროის განმავლობაში ვისმენდით განცხადებებს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ე.წ. შავი პარასკევიც, თუმცა საქართველოს მთავრობის არც ერთ წევრს განცხადება არ გაუკეთებია იმ საფრთხეებზე, რომელიც „განსაკუთრებული მოთხოვნების“ არ მქონე კოვიდ სასტუმროებშია. ინფექციურ დაავადებაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვენლოვანი საკითხი სამედიცინო ნარჩენებია. საკითხი საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირდება. ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით ირკვევა, რომ ინფექციური ნარჩენები, სარისკო ნარჩენებს მიეკუთვნება, რომელიც საჭიროებს შეგროვებას ერთჯერად ჰერმეტულ პაკეტში ან მყარი კონტეინერში, რომელიც გატანილ უნდა იქნეს ტერიტორიიდან სპეციალური კონტეინერებით.


 

მაშინ როცა, სრული პასუხისმგებლობა ინფიცირების შემთხვევების ზრდაზე მოსახლეობას ეკისრება, „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ როგორ ხდება კოვიდ სასტუმროებში სამედიცინო ნარჩენების მართვა. აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ „კომერსანტი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მედიაჰოლდინგის არაერთი მცდელობის მიუხედავად პრესსამსახურისგან პასუხის მიღება ვერ შევძელით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკატერინე ტიკარაძის უწყებისგან კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებთ.


 

რაზეც არ ლაპარაკობენ, ჯანდაცვის სამინისტროში, საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები. ისინი ამბობენ, რომ ინფექციური ნარჩენების მართვა შესაბამისი წესებით უნდა ხდებოდეს, რომელსა პირველ რიგში სჭირდება დაცვა და შემდეგ კონტროლი. თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს ინფორმაცია, როგორ ახორციელებს სამედიცინო ნარჩენების მართავს სახელმწიფო.




ვატო სურგულაძე



 

„როდესაც ერთ სასტუმროში ბევრი პაციენტია ჩაკეტილი, იქ ინფექციის გავრცელების საშიშროება დიდია. სამედიცინო ნარჩენები, ნიღბები, ეს ყველაფერი როგორ მუშავდება მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი თვალით ვნახე  საავადმყოფოდან გამოვიდა ერთ-ერთი ექიმი, რომელმაც ბახილები და ნიღბები ჩვეულებრივ ნაგვის ურნაში გადააგდო, ეს ხდება საავადმყოფოში და წარმოიდგინეთ სასტუმროში რა ხდება. ინფიცირების მცირე ალბათობაზე  რა თქმა უნდა მსგავსი ფაქტები  მოქმედებს, და ასეთი ცოტ-ცოტა რისკებით საბოლოოდ ვღებულობთ იმას, რასაც ვღებულობთ. წესებს სჭირდება პირველ რიგში დაცვა და შემდეგ კონტროლი. ბევრი რაღაც არის პრობლემური რაც ჩვენ არ ვიცით, სასტუმროში პაციენტები უნდა გადეყვანათ  გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი სახლში ვერ ჩერდება. მკურნალობა და დავადების მართვა სახლში, გაცილებით ეფექტური იქნებოდა და 20 ჯერ უფრო ნაკლები ფული დაგვჭირდებოდა. ექიმს უფრო მეტს გადავუხდიდი, დავუნიშნავდით ასისტენტ სტუდენტს და ყოველდღიურად გადავამოწმებდით. ოჯახებისთვის ვიყიდდი პულსოქსიმეტრებს და გავზომავდი ჟანგბადის შემცველობას სისხლში, რაც კარგი საშუალებაა იმის სანახავად თუ რამდენად კარგად მუშაობს სასუნთქი სისტემა. იმდენი კარგი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა ვერ წარმოიდგენთ. სასტუმროს ოჯახის ექიმი, კვირაში ერთხელ მიდის სასტუმროში და ერთ ექიმზე 5 სასტუმროა მიმაგრებული.  19 წლის გოგოს გარდაცვალებაც სასტუმროს ოჯახის ექიმის ბრალიც არის, თუმცა უმეტესად გაუმართავი სისტემის ბრალია. ოჯახის ექიმი ცდილობდა მაგრამ საავადმყოფოში ვერ გადაიყვანა“,- ვატო სურგულაძე.


სერგო ჩიხლაძე


 


„სამედიცინო ნარჩენებზე არა მარტო კოვიდის შემთხვევაში,არამედ  ნებისმიერი საავადმყოფოს შემთხვევაშიც ერთიანი სტანდარტი არსებობს და იმას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს თუ დაცული არ არის ამ შემთხვევაში, სტანდარტი დარღვეულია. რამდენად ხდება დაცვა ამ სტანდარტების დაცვა არ ვიცი, არავის შეუმოწმებია. თუმცა ამის გარდა კოვიდ სასტუმროში სხვა ბევრი პრობლემებია, ის რომ მომსახურე პერსონალი არ ჰყავს, ადამიანი ხშირად უპატრონოდაა. კოვიდ სასტუმროში დიდი თანხა დაიხარჯა, რომელითაც შეიძლებოდა 500 საწოლიანი საავადმყოფოს გამართვა“, - სერგო ჩიხლაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up