არის თუ არა კომერციულ ბანკებს შორის კონკურენცია - კობა გვენეტაძის განმარტება

არის თუ არა კომერციულ ბანკებს შორის კონკურენცია - კობა გვენეტაძის განმარტება

access_time2021-09-16 20:00:00

შეიძლება თუ არა ბანკებს შორს კონკურენციაზე საუბარი მაშინ, როდესაც ბაზარზე მოქმედი 15 ბანკიდან მხოლოდ 3 არის სისტემური, აქედან ორზე მოდის ფინანსური ბაზრის 85 %, მესამე სისტემურზე, დაახლოებით, 5%, დანარჩენი 10% კი - 12 ბანკზე. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.


როგორც მან წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს არის მაღალი კონცენტრაცია, რაც არ ნიშნავს, კონკურენციის არარსებობას.


„აბსოლუტურად შეიძლება კონკურენციაზე საუბარი და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა არის კონკურენტული. თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს არის მაღალი კონცენტრაცია და საქართველოს საბანკო სისტემა ასეთად ჩამოყალიბდა, სხვადასხვა მიზეზის გამო. ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ეს პროცესი და ამაზე დიდ ხანს შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მაღალი კონცენტრაცია, ისევე, როგორც ფინანსურ ლიტერატურაში, ასევე, პრაქტიკაში, არ ნიშნავს კონკურენციის არარსებობას. მაგალითად, პორტფელი რომ ავიღოთ, სამ დიდ ნაწილად იყოფა, ეს არის კორპორატიული, მცირე და საშუალო საწარმოები და შემდეგ უკვე მოდის ფიზიკური პირები, სამომხმარებლო სესხები და ა.შ. როდესაც კორპორატიულ სექტორზე ვსაუბრობთ, იქ კონკურენცია პირველ ორ ბანკს შორის არის, სიდიდით, აქტივობის მიხედვით და ამ შემთხვევაში, შედარებით პატარა ბანკები ვერ ჩაუდგებიან. მაგრამ, თუ შევხედავთ, მეორეს და მესამეს, დანარჩენი ბანკების წილი უკვე დაახლოებით, 35%-ა და მართლა ძალიან დიდია კონკურენცია. გარდა ამისა, როდესაც კონკურენციაზე ვსაუბრობთ, აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი, კონკურენციაზე მეტყველებს საპროცენტო განაკვეთების სპრედი. არის ასეთი მაჩვენებელი, ანუ განსხვავება დეპოზიტებსა და სესხებს შორის. ესეც გრძელვადიანი მაჩვენებელია და ამ პერიოდში უნდა შევხედოთ, საგრძნობლად არის შემცირებული, დაწყებული 2008- 2009 წლებიდან, რაც ნიშნავს, რომ სესხები უფრო დაბალ პროცენტებში გაიცემა. ახლა შეგიძლიათ მითხრათ, რომელიმე წელი, სადაც უფრო გადიდებულია, მაგრამ ეს დამოკიდებულია საპროცენტო განაკვეთებზე და იმ მოვლენებზე, რომელიც ამ პერიდოში მიმდინარეობს“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.



bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up