არის თუ არა აზარტული თამაშების აკრძალვა მავნებლობა

არის თუ არა აზარტული თამაშების აკრძალვა მავნებლობა

access_time2021-11-27 14:00:14

ხელისუფლება ონლაინკაზინოების აკრძალვას აპირებსამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე განაცხადაპრემიერის თქმითპირველ ეტაპზე ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის გაიზრდება გადასახადიაიკრძალება რეკლამა და ასაკობრივი ბარიერი 25-წლამდე აიწევსშემდეგი ეტაპი ონლაინკაზინოების საქმიანობის შეწყვეტა იქნებარადგან მომხმარებლების „99% არის გაჭირვებული მოსახლეობაისინივინც არ მუშაობენ“. სათამაშო ბიზნესირომლისთვისაც მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყოსაკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას ითხოვს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინკაზინოების უმრავლესობა დღეს უცხოური კომპანიაა და მათი მეშვეობით ქვეყნიდან 1,5 მილიარდი ლარი გაედინება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთლიანად შეიცვლება აზარტული თამაშების დასაბეგრი ბაზა. კერძოდ, დაიბეგრება GGR (Gross gaming revenue) ანუ შემოსული ფსონები და გაცემული მოგება. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ გაზრდილი საგადასახადო ტვირთი აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობას შეამცირებს.

რას პასუხობს ბიზნესი ხელისუფლებას

აკრძალვა არ არის გამოსავალი, – აცხადებს სათამაშო ბიზნესი. კომპანიები მიიჩნევენ, რომ აკრძალვა არ მოიტანს იმ შედეგს, რისი მიღწევაც ხელისუფლებას სურს. პირიქით, აზარტული თამაშების დიდი ნაწილი ჩრდილოვანი გახდება და იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, რაც ქვეყანაში დამატებით პრობლემებს შექმნის.

საქართველოში სათამაშო ბიზნესი ეფექტურად და გამჭვირვალედ რეგულირდებამუდმივად გვაქვს კონსულტაციები მთავრობის მიერ სექტორისთვის დანიშნულ რეგულატორთან და მზად ვართ დამატებითი კონსულტაციებისთვისიმედი მაქვსმთავრობა კონსტრუქციულ დიალოგზე წამოვამოისმენს ჩვენს აზრს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – აცხადებს  სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  გიორგი მამულაშვილი.

სათამაშო ბიზნესის შემოსავალი

აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში. განსაკუთრებით მზარდია ონლაინ კაზინოების შემოსავლები, რომელსაც პანდემიის პერიოდში მომხმარებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაეზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ამ სექტორის ბრუნვამ 24%-ით მოიმატა და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწია. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრუნვის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ მოგებაც პროპორციულად იზრდება. ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით და ბიზნესისთვის ყველა ჯერზე მოგება არ მოაქვს. სექტორის მონაცემებით, სულ ბიზნესმა გასულ წელს 362,6 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი ონლაინკაზინოებზე მოდის.

2021 წლისთვის ბაზარზე 133 აზარტული კომპანია მუშაობს. მათი რიცხვი 2019 წელს 145 იყო. ყველაზე დიდი კომპანიებია შპს მარსიშპს ავიატორშპს ბეთლაივიშპს ფულ ჰაუსიშპს ჩემპიონები 111, შპს ლიდერბეთ სლოტი. ეს კომპანიები, იმავდროულად, ქვეყანაში არსებული 10 უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში შედიან.


ყველაზე დიდი კომპანიები საქართველოში

რას იხდის ბიზნესი

გადასახადების სახით სათამაშო ბიზნესს სახელმწიფო ბიუჯეტში 2020 წელს სულ 350 მილიონი ლარი აქვს შეტანილი (2019 წელს 416 მილიონი ლარი ჰქონდა გადახდილი). აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა 7%-ის განაკვეთით იბეგრება. გარდა ამისა, ბიზნესი იხდის დღგ-ს, მოგების გადასახადს; საშემოსავლო და ქონების გადასახადს. ასევე, მოსაკრებელს სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოსა და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე.

კომპანია Random Systems, რომელიც მთავრობამ სათამაშო ბიზნესის სექტორის ზედამხედველობის განსახორციელებლად დაიქირავა, აცხადებს, რომ ამ სექტორს ზრდის პოტენციალი აქვს და ისინი ამ მიზნით მთავრობასთან მუშაობენ. მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ სფეროს რეგულირების გამკაცრებასაც გულისხმობს.

რას აძლევს სათამაშო ბიზნესი ეკონომიკას

Random Systems-ის მონაცემებით, ამჟამად სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის 2%-ს ქმნის და სექტორის განვითარების შემთხვევაში მისი წილი მოიმატებს. საქართველოში ამ სექტორის განვითარებას ხელი შეუწყო მეზობელი ქვეყნების – თურქეთისა და ირანის პოლიტიკამ, სადაც კაზინოები აკრძალულია. აგრეთვე, შეზღუდვების არსებობამ აზერბაიჯანსა და რუსეთში, რამაც ამ რეგიონებიდან ტურისტების შემოსვლას შეუწყო ხელი. მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი, მოგზაურობის გარდა, აზარტული თამაშებიც არის, რასაც ქვეყანაში დამატებითი ეკონომიკური შემოსავლები მოაქვს. აზარტული თამაშების ლეგალურობამ განაპირობა საქართველოში მსხვილი უცხოური აზარტული კომპანიების შემოსვლა, მათ შორის ამერიკული IGT-ის, შვედური Betsson-ის, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს. Random Systems-ის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსვლას სხვა ცნობილი კომპანიებიც გეგმავენ. თუმცა, რეგულაციების გამკაცრებამ მათ გადაწყვეტილება შესაძლოა, შეცვალონ.

რა მოაქვს აკრძალვას

როგორც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, ონლაინკაზინოების აკრძალვამ არსად გაამართლა. აკრძალვის შემდეგ ბიზნესი ჩრდილოვანი და უკონტროლო გახდა. გარდა ამისა, იმ ქვეყნებმა, სადაც ონლაინთამაშები აიკრძალა, მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგეს, რადგან აზარტულმა მოთამაშეებმა ფსონების დადება ოფშორულ საიტებზე დაიწყეს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ინდუსტრია საერთაშორისო მასშტაბით ვითარდება. 2020 წელს ევროპაში ონლაინ აზარტული თამაშების ბაზარი 28%-ით გაიზარდა, რასაც კოვიდპანდემიამაც შეუწყო ხელი.

გერმანიაში ონლაინ კაზინოების აკრძალვის შემდეგ, უამრავი გერმანელი არალეგალურად მონაწილეობდა ონლაინ თამაშებში ამერიკისა თუ აზიის ბაზრებზე. იმის მიუხედავად, რომ აზარტული თამაშები გერმანიაშიც პრობლემური საკითხია (როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად), ქვეყანამ წელს ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალიზაცია მოახდინა, ოღონდ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. ონლაინკაზინოები კომპლექსური სამართლებრივი შეზღუდვების პირობებში ფუნქციონირებენ.

პანდემიის პერიოდში შემოსავალი 3-ჯერ გაეზარდათ ონლაინკაზინოებს აშშ-ში. მაგალითად, იუტა არის აშშ-ის ორი შტატიდან ერთ-ერთი (ჰავაისთან ერთად), რომელიც კრძალავს აზარტული თამაშების ყველა ფორმას. იუტაში მცხოვრები მოთამაშეები ოფშორულ ონლაინსაიტებზე თამაშობენ. მოთამაშეები სასაზღვრო ქალაქებში არსებულ კაზინოებში გადადიან და თანხა გაედინება მეზობელ შტატებში, სადაც აზარტული თამაშები დაშვებულია.

წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up