საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
ერთ-ერთი ესეთი კითხვაა არის თუ არა აუცილებელი, საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება?
„არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად“, - ნათქვამი განცხადებაში.