არის თუ არა ამერიკაში რასიზმი?

არის თუ არა ამერიკაში რასიზმი?

access_time2020-06-03 20:40:56

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წელის აქვეყნებს, არის თუ არა ამერიკაში რასიზმი. კომერსანტი ზურაბ გურულის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 


„საკმაოდ ცბიერი შეკითხვაა.  ამერიკის სახელმწიფოში, როგორც ინსტიტუტში, რასიზმი არ არის! 


ეს არის ფაქტი. ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საზოგადოებრივი წყობა არის მკვეთრად ანტირასისტული და იმდენად დემოკრატიული, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენს პლანეტაზე თანამედროვე ეპოქაში. ამიტომ, ყველა ის ადამიანი რომელიც აცხადებს რომ ამერიკის სახელმწიფოში რასიზმს აქვს ადგილი, არის პროვოკატორი.


გვხვდება თუ არა ამერიკის სოციალურ ინსტიტუტებში რასიზმის ელემენტები?


დიახ, გვხვდება. ამერიკაც თავისი წარსულიდან მოდის და ჩაგრულთა და მჩაგვრელთა ორნახევარსაუკუნიანი ისტორია სრულიად ვერ გაქრებოდა. ეს ისტორია ადამიანების ცნობიერებაში ისევ იხარშება და დუღს. ამერიკა რასიზმის ყოველგვარ გამოვლინებას ებრძვის; ებრძვის უმკაცრესად და რაც მთავარია, ებრძვის განათლებით. განათლებას მოაქვს სიყვარული, პატივისცემა და შემწყნარებლობა. ამიტომ აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა ყოფილ ჩაგრულებს საგანმანათლებლო სფეროში.



რასიზმი ძალადობაა უპირველეს ყოვლისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მთელი ხიბლი იმაშია, რომ ძალადობის პრობლემის ძალადობით გადაჭრას არ ცდილობს. ნოსტალგია რევოლუციებზე, სისხლზე, ცეცხლზე და ნგრევაზე მხოლოდ უმწიფარ, დაკომპლექსებულ ადამიანებს აქვთ. მხოლოდ ასეთებს მიაჩნიათ ძალადობრივი პროტესტი ნორმად, რადგან ისინი ან თავად ცხოვრობენ არადემოკრატიულ ქვეყნებში, ან ვერ შეძლეს დემოკრატიული სახელმწიფოს მონაპოვრების სრულფასოვნად გააზრება და ისევ ადრეული საუკუნეების რევოლუციურ ხიბლში პოულობენ ფსევდოინტელექტუალურ ტკბობას და ამით იკმაყოფილებენ საკუთარი სოციალური იმპოტენციით გამოწვეულ ვნებებს.


ამერიკა არ იმსახურებს რასიზმის ბრალდებას. არც პრიმიტიული ინსტიქტებით პროტესტის გამოხატვას იმსახურებს ამერიკა. ამერიკა პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმიტომ, რომ ყველაზე თავისუფალი ამ ქვეყანაშია ადამიანის ოცნება და ამბიციები. ყველაზე დიდი გასაქანი ადამიანის ფანტაზიასა და მოტივაციებს ამერიკაში აქვს და ამის მაგალითი თუნდაც რამდენიმე დღის წინ კოსმოსში ერთი ადამიანის ოცნებითა და ჟინით შექმნილი და კოსმოსში გაშვებული რაკეტაა.


ამერიკას სასირცხვილო არაფერი სჭირს. სრულად აცნობიერებს იმას, რომ ადამიანი არასრულყოფილი, არაიდეალური არსებაა და ამიტომ, თავისი სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანური ცდუნებები რეგულირებად ჩარჩოებში მოაქციოს. მოაქციოს ისე, რომ იმავდროულად არ დათრგუნოს ადამიანის წარმატების უდიდესი მოტივაციები და ამით სამუდამოდ არ შეაჩეროს პროგრესი. ძალიან რთულია ამ ბალანსის დაცვა და ამერიკისთვისაც არ წარმოადგენს ადვილ ამოცანას.


ამერიკა წარმატებით გადალახავს დღევანდელ გამოწვევებსაც, რადგან ამერიკა არ არის მხოლოდ კოსმოპოლიტური მეგაპოლისები, ამერიკის ნამდვილი სული მის პერიფერიებშია და ამ პერიფერიების სისხლსა და ხორცზე დგას ამერიკული ბალანსის საოცარი სიმყარე.


ამერიკის სიძლიერე მის დინამიურობაშია. ის არ აჩერებს ზრდასა და განვითარებას. რაც მთავარია, არ თრგუნავს ადამიანის თავისუფალ ნებას არცერთი მიმართულებით.


ამერიკამ კარგად იცის რომ ადამიანის პრიმიტიული ქვეცნობიერი უცვლელია და რომ ამას არაფერი შეცვლის. მხოლოდ განვითარებული ცნობიერი აკონტროლებს ქვეცნობიერის პრიმიტიულ სისასტიკეს და ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ამ პრიმიტივიზმის გასაფურჩქნად ნიადაგს შექმნის, მომენტალურად გამოიწვევს ცნობიერის დათრგუნვას. ამიტომ არის კონსტიტუციის მეორე შესწორება ისევ აქტუალური დღესაც და ამიტომ ვერ და არ დაუშვებს ამერიკა პროტესტის ძალადობრივ გამოხატვას. მას ამის ძალა შესწევს,-წერს გურული. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up