„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„  -სასტუმრო ინდუსტრია

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„ -სასტუმრო ინდუსტრია

access_time2020-02-28 15:00:41

„რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია“-აღნიშნული შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ ტურიზმის სფეროს სპეციალისტები  Facebook-ზე.სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს,რომ ის დიდი დიდი ხანია ცდილობს არ იყოს ნეგატიური და ისედაც დაძაბული ჩვენი სექტორი (ტურიზმი) უფრო არ დაძაბოს. 


„რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია და თითქმის 30%-40 %-იანი კლება გვაქვს ბოლო სამ თვეში შარშანდელ წელთან შედარებით. საკმაოდ რთულია, ინვესტორებს აუხსნა სტატისტიკური ზრდის ფონზე რატომ აქვს ბიზნესს უფრო ნაკლები შემოსავლები. ამ პირობებში მაინც ვეძებთ და ვპოულობთ გზებს როგორ შევინარჩუნოთ კადრები (ყველაზე დიდი პრობლემა), ბიზნესი არ გავხადოთ წამგებიანი და ინვესტორები არ გავაქციოთ ქვეყნიდან, თუმცა ძალიან რთულია მეპატრონეებთან ურთიერთობაში ასეთი წერილის შემდეგ სტაბილურობა შეინარჩუნო. მინიმუმ თბილისის STR -ში უნდა ჩაიხედო, booking. com - ის სტატისტიკა უნდა ამოიღო და რეალობა დაინახო, სანამ ინვესტორს ასეთ წერილს მისწერ“, - წერს შალვა ალავერდაშვილი.


სასტუმროების მენეჯერის  განცხადებით, ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა მისწერა ერთ-ერთი სასტუმროს ინვესტორს, რომ ტურიზმში ზრდა ფიქსირდება და გაუგებარია, 3 თვე რატომ ვერ ახერხებს სასტუმროს მენეჯმენტი სესხის მომსახურებას.


აღნიშნულ პოსტს საკუთარ Facebook-ზე ეხმაურება  ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძეც. „სავარაუდოდ, ესეთი ხასიათის წერილს მივიღებთ მალე ყველა სასტუმროს წარმომადგენელი.



ნოემბრიდან დაწყებული სასტუმრო ბიზნესი არის მკვეთრად დაცემული არა მარტო შარშანდელი წლის მაჩვენებლებთან შედარებით, არამედ საერთოდ ასეთი წელი გახსნიდან მოყილებული არ გვქონია. ამას ვაცხადებ მრავლობითში რადგან დიდი თუ პატარა სასტუმროს წარმომადგენელი ყველა ადასტურებს ამ ინფორმაციას პირად საუბრებში. მიზეზი ბევრია:


1. განთავსების საშუალებების სწრაფი ზრდა, რის გამოც მიწოდების ზრდამ გადააჭარბა მოთხოვნას და ყველა სასტუმროში დაეცა დატვირთვის კოეფიციენტი და საშუალო გასაყიდი ფასი.
2. რუსული ბაზრის ეფექტი.
3. დაბალმხარჯველიანი ტურისტები.
4. შიდა პოლიტიკური აურზაური მუდმივი.
5. კორონავურუსი.


მძიმე ზამთრის მერე ძლივს გაზაფხულის იმედი რომ გვქონდა ეხლა ჯავშნები უქმდება მომავალი თვეების. გაძვირდა პროდუქტები და დისტრიბუტორები ამბობენ, რომ ირანის ბაზარი რადგან ჩაიკეტა და აღარ შემოდის პროდუქტები იქიდან ეს არის მიზეზი. საბოლოო ჯამში, სასტუმრო ინდუსტრია არის სერიოზული დარტყმის ქვეშ და უკეთესი არაფერი გვემუქრება კორონავირუსის და საარჩევნო წლიდან გამომდინარე.


მისასალმებელი იქნება რომ ვინც კი ამ სექტორულ კვლევებს ატარებთ არ დაეყრდნოთ მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის ციფრებს და მეტად გაანალიზოთ რა ხდება სასტუმროებში და რა გარემოებები იწვევს ამ ყველაფერს.


მეორეს მხრივ, ყველა სასტუმროს ვალდებულებაა ამოვიღოთ ხმა და გავხადოთ ეს გამჭირვალე და არამარტო პირადი საუბრებით შემოვიფარგლოთ.


არის საშიშროება მალე ხელფასები ვეღარ გადავიხადოთ, სესხები და ეს უნდა იცოდეს საბანკო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმაც. ესეთი გზით უფრო შევძლებთ ერთიანად პრობლემის გადაწყვეტას და პრობლემას ჯერ ჩვენი მხრიდან ჭირდება აღიარება რომ მომავალში ესეთი წერილები არ მივიღოთ“-წერს მაია სიდამონიძე. 


სოფო ქსოვრელი 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up