კლინიკები ჯანდაცვის მინისტრის არაკვალიფიციური და სახიფათო დადგენილების გაუქმებას ითხოვენ

კლინიკები ჯანდაცვის მინისტრის არაკვალიფიციური და სახიფათო დადგენილების გაუქმებას ითხოვენ

access_time2019-11-19 11:00:24

ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა სამედიცინო დაწესებულებების კრიტიკის საგანი გახდა. საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება იგეგმება.

 

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს.

 

 

რეფორმის 6 თვით გადავადებას მოთხოვნა 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს გადაუგზავნეს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთადერთი სახელმწიფო უწყება აღმოჩნდა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა და კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, თუმცა, როგორც კომერსანტმა გაარკვია, სფეროს წარმომადგენლებს მიხეილ დაუშვილისგან პრობლემის გადაჭრის კონკრეტული დაპირება არ მიუღიათ.

 

რის საფუძველზე მოხდა ახალი ტარიფების დადგენა და რატომ ნიშნავს გატარებული რეფორმა არსებული ტარიფების რადიკალურად შემცირებას? ეს ის კითხვებია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს აქვთ. ისინი კომერსანტთან საუბარში იმ სავალალო შედეგებზე საუბრობენ, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემის რეფორმამ გამოიწვიოს. შპს თიმი- თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კაჭახიძე ამბობს, რომ ისე მოხდა ერთიანი ტარიფის დადგენა, რომ ჯანდაცვის სამინიტროს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები არ ჰქონია.


 

„ჩვენი მოთხოვნაა რეფორმა ექვსი თვით გადავადდეს, რათა დავსხდეთ სამუშაო მაგიდასთან და ტარიფები ერთად, კონსტრუქციულად განვიხილოთ. ეს 6 თვე მოგვცემდა საშუალებას სამუშაო პროცესში ყველა დეტალი გაგვევლო, რადგან აქამდე არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და რის მიხედვით მოხდა ამ ტარიფების მიღება გაუგებარია. ყველა ასოციაციისთვის და დაწესებულებისთვის დადგენილი ტარიფები არის სიურპრიზი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა განსაზღვრონ ტარიფები, არსებობს დარგის ასოციაციები, შესაბამისად, სასურველია ჯანდაცვის სამინისტრომ ასოციაციებთან და ექიმებთან ერთად მოახდინონ ამ ტარიფების შეთანხმება და განხილვა“,- განაცხადა გიორგი კაჭახიძე.

 

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა 25 სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს,შესაძლოა ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი ქართული ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.გიორგი კაჭახიძე ამბობს, რომ არის საფრთხე იმისა, რომ ქვეყანაში 90-იან წლები დაბრუნდეს, როდესაც პაციენტი იძულებული იყო ექიმისთვის ფული ხელზე მიეცა, რათა მას ხარისხიანი მომსახურება მიეღო.

 

„ჩვენი მოთხოვნების არ გათვალისწინება გამოიწვევს დარგის გაჩერებას, ხარისხიანი სერვისის მიწოდება გახდება შეუძლებელი და არის რიგი სერვისები,რომელთა ხარისხიანი კი არა საერთოდ განხორციელება გახდება შეუძლებელი, გამომდინარე იქედან, რომ აპარატურა და ერთჯერადი მასალა აბსოლუტურად ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის. საქართველოში ისტორიული მინიმუმი რაც კი ყოფილა ის ტარიფი დააწესეს, მაშინ დოლარის კურსი ლართან მიმართებით იყო 1,6 ლარი. მაგალითად, ინტრა-კარდიული დეფიბრილატორის ღირებულება არის 6 500 დოლარი, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი არის 17 000 ლარი. ექიმის ხელფასი და კლინიკის მოგება კი არა აპარატის ხარჯი აჭარბებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ თანხას. ყოვლად წარმოუდგენელია ამ პირობებში მუშაობა, არითმოლოგია გაჩერდება საქართველოში და ინტრა-კარდიული დეფიბრილატორის ჩაყენებას ვერც ერთი კლინიკა მოახერხებს. ასევე პრობლემა იქმნება სტენდირებებთან დაკავშირებით, იძულებული გახდება კლინიკა ერთჯერადი მასალა კი არ გამოიყენოს არამედ დეფიბრილაცია გამოიყენოს. სამედიცინო პერსონალის ხელფასები კი უნდა განახევრდეს“, - აცხადებს გიორგი კაჭახიძე.

 

 

 

ბაჩო ადამია






საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up