ისეთი კომპანიებიც არსებობენ, რომლებმაც ამ პერიოდში პრივილეგიით ისარგებლეს - აკაკი ცომაია

ისეთი კომპანიებიც არსებობენ, რომლებმაც ამ პერიოდში პრივილეგიით ისარგებლეს - აკაკი ცომაია

access_time2020-05-18 17:00:42

„ისეთი  კომპანიებიც არსებიბენ, რომლებმაც ამ პერიოდში  პრივილეგიით ისარგებლეს  და სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორც პირდაპირ ასევე ირიბად, სხვადასხვა რეგულაციის ხარჯზე მოკლე დროში ფული იშოვეს“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა.


„კომერსანტთან“ საუბრისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ არსებობს არაერთი სექტორი, რომელიც კორონავირუსს არ დაუზარალებია და პირიქით, მათზე პანდემიამ დადებითად იმოქმედა.

  

„ეკონომიკა ძალიან ბევრი სექრტორისგან  შედგება და პანდემიის შედეგად, დიდმა ნაწილმა იზარალა, ზოგმა უფრო მეტად ზოგმა უფრო ნაკლებად. თუმცა, არიან კომპანიები, რომლებიც კორონავირუსს არ დაუზარალებია. მაგალითად, ჰიპერმარკეტები, სააფთიაქო ქსელები, ის გამონკლისებია, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობდნენ. ასევეა პრივილეგირებული სასტუმროები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მუშაობენ.  გარდა ამისა, არიან კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მოზიდულ ფინანსურ სახსრებს „აწარმოე საქართველოში“ და თანაპარტნიორობის ფონდის დახმარებით გრანტებს ან კრედიტებს აიღებენ“, განაცხადა აკაკი ცომაიამ.

  

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ  გია ხუხაშვილს. მისი თქმით, კორონავირუსს არც ერთ ბიზნესზე  დადებითად არ უმოქმედია და ყველაზე ცუდი გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე მოახდინა, რომელიც უახლოეს მომავალში სექტორზე აშკარად აისახება.   


 

„უძრავი ქონების ბაზარზე სერიოზული პრობლემები იქნება, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ეკონომიკის მეორადი სექტორი. მისი განვითარება და კეთილდღეობა განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით. ეკონომიკური ზრდის პირობებში, უძრავი ქონების შეძენის მეტი მსურველი ჩნდება, ბუნებრივია ამ დროს სექტორი ვითარდება. თუ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაა, ბუნებრივია ეს სექტორზეც ყველაზე მძიმედ აისახება. ვფიქრობ, რომ ამ სექტორს მძიმე დღეები ელოდება, დღეს მიწოდება ბევრად აჭარბებს მოთხოვნას, რაც საბოლოო ჯამში ფასების სერიოზულ ვარდნაში გამოიხატება“, განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

 

ექსპერტი  მიიჩნევს, რომ პანდემია არც ერთი  ბიზნეს სექტორისთვის არ იყო მომგებიანი და ყველა ერთნაირად დაზარალდა, მათ შორის იმ კომპანიებსაც არ მიუღიათ სარგებელი, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად მუდმივ რეჟიმში  მუშაობდნენ. 

 

„დადებითი გავლენა პირობითი ცნებაა, მე არ ვფიქრობ რომ  რომელიმე სექტორმა მოიგო ამ პერიოდში. ძირითადად მუშაობდა სურსათი და სააფთიაქო ქსელი. თუმცა, არა მგონია მათი ან მოხმარების რაოდენობა გაზრდილიყო ან ლიკვიდობა. გაიყიდა პროდუქციის ის რაოდენობა რაც ისედაც გაიყიდებოდა. მიმაჩნია, რომ ფასების მატება რომელიც ბაზარზე იყო, რაც ლოჯისტიკურმა სირთულეებმა და დევალვაციამ გამოიწვია, იქიდან გამომდინარეობდა, რომ ეს ქსელები ძირითადად იმპორტდამოკიდებულები არიან. ამ ჭრილში არ ვფიქრობ, რომ ვინმეს მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, უბრალოდ სხვა სექტორებისგან განსხვავებით არ აქვთ 100%-იანი ზარალი.


კომპანიების ბრუნვა კორონავირუსის გამო შემცირდა, რადგან მომხმარებლის მატერიალური მდგომარეობაც შემცირებული იყო. ჩემი მხრიდან იქნება გადაჭარბებული შეფასება, რომ ვთქვა ვიღაცამ კორონავირუსის პირობებში იხეირა. თუ სარგებელს ვეძახით იმას, რომ ნაკლებად დაზარალდა ან არ დაზარალდა, ამ კუთხით არის სექტორები რომლებიც ნაკლებად დაზარალდნენ და კორონავირუსის პერიოდში სარგებელი მიიღეს“,-განმარტავს ხუხაშვილი.  


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up