არგენტინის პრეზიდენტი, ალბეტრო ფერნანდესი, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინით სპუტნიკ V — ით აიცრა, ანტიგენზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. სახელმწიფოს მეთაური თვითიზოლაციაში გადავიდა.
მას შემდეგ რაც ტემპერატურა 37.3-მდე ამეწია და თავის ტკივილი ვიგრძენი ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი ჩავიტარე, რომლის პასუხი დადებითი იყო— წერს ალბერტო ფერნანდესი ტვიტერის გვერდზე.
პროტოკოლის თანახმად ის თვითიზოლაციაშია, PCR ტესტის პასუხს ელოდება და ექიმის მითითებებს ასრულებს.
როგორც ფერნანდესი წერს ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.
წყარო:Rbc.ru