არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

access_time2020-06-01 12:40:52

უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას.


პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა დაკავებულ ფლოიდს, რომელიც ძირს დააწვინეს, ყელზე მუხლი დააჭირა და მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდმა არაერთხელ თქვა, რომ სუნთქვა არ შეეძლო და მუხლის აღება სთხოვა, მუხლი არ აიღო. ფლოიდი, საბოლოო ჯამში, გარდაიცვალა. დაკავებაში მონაწილე სხვა ოფიცრები გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო თავად ჩაუვინი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს წინაშე იგი ორშაბათს წარსდგება.



როგორია ბოლო ცნობები?


თავდაპირველად მინეაპოლისში დაწყებული საპროტესტო აქციები ახლა უკვე სხვა შტატების ქალაქებშიც მიმდინარეობს — ლოს ანჯელესში, პორტლენდში, ნიუ იორკში, დედაქალაქ ვაშინგტონში და ასე შემდეგ.


ზოგ შტატში გუბერნატორებმა სიტუაციის დასაწყნარებლად ეროვნული გვარდიის მობილიზება გადაწყვიტეს, რიგ ქალაქებში დაწესდა კომენდანტის საათი.



ამასთან ერთად, მოვლენების გაშუქებისას მინიაპოლისში პირდაპირ ეთერში დააკავეს CNN-ის გადამღები ჯგუფი. თუმცა, მალევე შტატის გუბერნატორმა ტიმ ვოლფმა ამ შემთხვევის გამო მაუწყებელს ბოდიში მოუხადა და ჟურნალისტებიც გაათავისუფლეს.


ასევე, პროტესტების მიმდინარეობისას დააკავეს ქალაქ ნიუ-იორკის მერის — ბილ დე ბლასიოს შვილი, ხოლო თეთრ სახლთან მიმდინარე პროტესტების გამო, მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.


გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით, მთლიანობაში, დაკავებულია ათასზე მეტი ადამიანი, იუწყება The Washington Post.


მოქალაქეებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი პროტესტებზე რეაგირებისთვის აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს — მან არაერთხელ დაწერა, რომ წესრიგის დამყარება იყო საჭირო, დემონსტრანტებს ჯორჯ ფლოიდთან საერთო არაფერი ჰქონდათ და მოუწოდა დემოკრატიული პარტიის წევრ გუბერნატორებსა და მერებს, უფრო „მკაცრები“ ყოფილიყვნენ.


ზოგიერთ ქალაქში კი პოლიციელები მომიტინგეებს შეუერთდნენ და მომხდარი მათთან ერთად გააპროტესტეს.


netgazeti.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up