არემჯის მხარდაჭერით WinExpo Georgia 2021-ზე ბოლნისელმა მეღვინეებმა საკუთარი ღვინოები წარადგინეს

არემჯის მხარდაჭერით WinExpo Georgia 2021-ზე ბოლნისელმა მეღვინეებმა საკუთარი ღვინოები წარადგინეს

access_time2021-11-01 17:55:19

არემჯის მხარდაჭერით, 30-31 ოქტომბერს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე მეღვინეთა გაერთიანება  ღვინო ბოლნისი 26  მარნით და 36 სახეობის ღვინით იყო  წარმოდგენილი.



გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც           ბოლნისურმა ღვინოებმა 21 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისა და ენოლოგებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  13 ბრინჯაოს, 7 ვერცხლისა და ერთიც ოქროს მედალოსანი ბოლნისური ღვინო გამოავლინა. საუკეთესო შეფასება წელს  ხმელოს მარნის 2019 წლის რქაწითელმა დაიმსახურა.



არემჯი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისთან,  2018 წლიდან თანამშრომლობს.  კომპანია აქტიურად უწყობს ხელს გაერთიანებაში შემავალი მცირე ტიპის საოჯახო მარნების მდგრად განვითარებას და მათ პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.




„დღევანდელი ღონისძიება არ არის პირველი, და რა თქმა უნდა არც უკანასკნელი იქნება, რომელსაც ბოლნისელ მეღვინეებთან ერთად ვახორციელებთ. აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ბევრი მიმართულებით. ბოლნისში  მიმდინარეობს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის პროექტზე მუშაობა, რომელსაც ჩვენი დაკვეთით, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი ახორციელებს. ვფიქრობთ, რომ გაზაფხულზე დასრულდება მისი რესტავრაცია-რეაბილიტაცია და თითოეული აქ წარმოდგენილი  მარანი, მომავალ წელს უკვე ქართულ-გერმანული ღვინის სახლში შეძლებს საკუთარი ღვინის კვირეულის ან თუნდაც ბოლნისური ღვინოების ფესტივალის გამართვას.„ - განაცხადა არემჯის კორპორაციული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი შატაკიშვილმა.



მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისი პირველ ეტაპზე მცირე ტიპის 15-მდე საოჯახო მარანს აერთიანებდა, დღეს გაერთიანებაში შემავალი მარნების რაოდენობა 35-მდეა გაზრდილი.



WinExpo-ს მსგავს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, საუკეთესო შესაძლებლობაა ბოლნისელი მეღვინეებისათვის, მათი პროდუქციის პოპულარიზაციის, საერთაშორისო დონის ღვინის კონკურსში მონაწილეობისა და ახალი გამოცდილებისა და პარტნიორების მოძიების კუთხით. წელს გამოფენაზე 160-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იყო წარმოდგენილი.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up