„არემჯის“ მხარდაჭერით სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

„არემჯის“ მხარდაჭერით სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

access_time2018-05-29 15:32:45

დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“.



ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა, რომელიც გეოლოგიის დარგში მოღვაწე 26 მომხსენებლის გამოსვლას და 5 თემატურ სასტენდო მოხსენებას აერთიანებს, გეოლოგიის დარგში არსებული სიახლეების და გამოწვევების განხილვაა. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოლოგების ალექსანდრე ჯანელიძის, კალისტრატე გაბუნიას, გიორგი ზარიძის და იოსებ ბუაჩიძის საიუბილეო თარიღებს.



მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სპონსორი და მხარდამჭერია კომპანია „არემჯი“.




2017 წელს „არემჯის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ითანამშრომლოს უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებთან, სტუდენტების პრაქტიკების გატარების და დასაქმების კუთხით.



„მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი საინტერესო და საგანმანათლებლო ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები გავხდით. „არემჯის“ სკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე დიდ ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ტექნიკური უნივერსიტეტი არის ამ ურთიერთობის ძალიან კარგი მაგალითი. მათი სტუდენტები ყოველწლიურად გადიან ჩვენს საწარმოში პრაქტიკებს, ამავე დროს არიან ჩვენი სტიპენდიანტები. ჩვენი საწარმოს წარმატებული მომავალი დიდწილად არის დაკავშირებული წარმატებულ ახალგაზრდებთან.“ - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.


(R)



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up