“არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნისელი მეღვინეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ

“არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნისელი მეღვინეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ

access_time2018-09-14 16:19:46

მეღვინეთა გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისი“ 13-21 სექტემბერს „არემჯის“ მხარდაჭერით,  ბოლნისელი მეღვინეებისათვის  საგანმანათლებლო სემინარებს გამართავს.მევენახეობა-მეღვინეობის თემატიკაზე საგანმანათლებლო ტრენინგების ორგანიზების ინიციატივა თავად მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალ მცირე საოჯახო ტიპის მარნებს ეკუთვნით. მათი თქმით, ახალი ტექნოლოგიები და აღნიშნულ სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომები სწორედ ის თემებია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ და  მათ სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.


მეღვინეთა პროფესიული ტრენინგების ჩატარებას, „არემჯის“,  ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანებას შორის  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარს უჭერს ბოლნისის მერიაც. ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სემინარებს 20-მდე ბოლნისელი მეღვინე და მევენახე  უსასყიდლოდ  დაესწრება. სასწავლო კურსს ღვინის პროფესიონალი ტრენერები: ირმა ჭანტურია, თინათინ ჯაჯანიძე  და მიხეილ მესხი გაუძღვებიან.


შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში  RMG-ის, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანებას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „არემჯიმ“ როგორც ქვეყანაში და რეგიონში უმსხვილესმა ბიზნესმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისური ღვინის პოპულარიზაცია და მის როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა დაისახა მიზნად.



2018 წლის ივნისში „არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნისელმა მეღვინეებმა მონაწილეობა მიიღეს  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში. ბოლნისურმა ქვევრის ღვინოებმა კონკურსში 16 ჯილდო მოიგეს.








ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...

გოცირიძე: მეოცე დღეა სომხეთს ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი

გოცირიძე: მეოცე დღეა სომხეთს ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი
access_time2019-01-19 16:00:26
"ოცი დღეა, რაც რუსეთიდან ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი სომხეთს და არც პრემიერ-მინისტრმა და არც ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცის, რაც დადასტურდა გუშინდელ ბრიფინგზე მათ მიერ გაცემული პასუხებით,"- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე რომან...

კლეპტოკრატია - საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშე

კლეპტოკრატია - საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშე
access_time2019-01-19 14:00:22
კლეპტოკრატები ის ლიდერები არიან, რომლებიც საკუთარი...


მსგავსი სიახლეები

up