„არემჯის“  გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში,  დასკვნითი სამუშაოებს გერმანული კომპანია Cerafiltec განახორციელებს

„არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი სამუშაოებს გერმანული კომპანია Cerafiltec განახორციელებს

access_time2021-09-14 15:50:57

„არემჯიში“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გერმანული კომპანია Cerafiltec-ის (სერაფილტეკი) ინჟინრები ახორციელებენ.


პროექტის დასკვნითი ეტაპი, უცხოელი სპეციალისტების მიერ „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ ორ ლოკაციაზე თანამედროვე, წყლის ქიმიური გამწმენდი ნაგებობების მონტაჟს და მათ ექსპლუატაციაში გაშვებას ითვალისწინებს. ქიმიური გამწმენდი ნაგებობის ამუშავების შედეგად,  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  მოხდება საწარმოო წყლების სრული გაწმენდა და მათი შემდგომი ჩაშვება მდ.კაზრეთულასა და მდ. მაშავერაში, რაც სრულად გამორიცხავს მდინარეების დაბინძურებას.


„Cerafiltec გერმანული ბრენდია, რომელიც  საარლენდის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს და კერამიკული მემბრანის ფილტრებს აწარმოებს. აღნიშნულ ფილტრებს აქვს ძალიან პატარა ფორები, ამიტომ მასში ვერ აღწევს უმცირესი ბაქტერიაც კი.  ჩვენს მიერ დამზადებული ფილტრები იდეალურია წყლისგან მძიმე მეტალების მოსაშორებლად. ჩვენს მიერ „არემჯის“ ორ ლოკაციაზე დამოტაჟებული ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მუშაობის დასკვნითი ეტაპი ფილტრაციაა, რის შედეგადაც წყალს სცილდება ყველა სახის მეტალები. საბოლოოდ ვიღებთ სუფთა, გაფილტრულ წყალს, რომელიც შემდგომში ჩაედინება მდინარეში.“ - განაცხადა Cerafiltec-ის დამფუძნებელმა მარტინ კაშეკმა.


უახლოეს მომავალში, წყალდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში,  მსგავსი ტიპის ქიმიური გამწმენდი ნაგებობა დამონტაჟდება №4 ფუჭი ქანების სანაყაროს ძირში, რაც დამატებით უზრუნველყოფს მდ. ფოლადაურის დაცვას.



2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე, „არემჯიმ“ შეიმუშავა გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე საწარმოო პროცესების ზემოქმედების შემცირებისა და მათი მაქსიმალურად შერბილების მიზნით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს.


წყალდაცვითი ღონისძიებების დასკვნითი ეტაპის დასრულებით (რაც გულისხმობს ზემოთ მოყვანილი წყლის გამწმენდი ნაგებობების ესპლუატაციაში გაშვებას) შესრულებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 – 2018 წლებში გაცემული მიწერილობის ყველა პირობა.


„არემჯიმ“ ამ დროისთვის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, 98  შემარბილებელი ღონისძიება განახორციელა, რომელთა უმეტესი ნაწილი წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. გარემოსდაცვითი პროგრამის შესრულებაზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 30 000 000 ₾ შეადგინა.

 

 (R)






ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი
access_time2021-09-25 10:00:51
გასულ კვირაში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. თბილისის მთავრობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას მესამედ ცდილობს. ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ყველაზე მაღალი 13.5 მლნ ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშეკრულების...


მსგავსი სიახლეები

up