„არემჯის“ გარემოსდაცვითი მმართველი: გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

„არემჯის“ გარემოსდაცვითი მმართველი: გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

access_time2018-03-02 11:04:55


არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და ამ პროგრამისთვის დაგეგმილია ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება -ამის შესახებ კომპანია „არემჯის“გარემოსდაცვითი მმართველი კოტე ხაჭაპურიძე „რეზონანსთან“საუბარში აცხადებს.


როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, 2016-2017 წლებში არემჯიმ ცნობილი საერთაშორისო კომპანიის კონსულტაციის შედეგად, გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტი შექმნა.


მისივე თქმით, ამჟამად, უკვე არსებობს 100-ზე მეტი პუნქტისგან შემდგარი გეგმა, რომელიც კონკრეტული გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრაზეა მიმართული.



არემჯიში აცხადებენ, რომ უკვე აიღეს ვალდებულება ათწლეულებით დაგროვილი პრობლემების აღმოსაფხვრელად და მათ შორის ისეთი საკითხების მოგვარებაც იტვირთეს, რომელთა შესრულებასაც კანონი არ ავალდებულებთ.
არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და ამ პროგრამისთვის დაგეგმილია ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. კონკრეტული ღონისძიებები უკვე დაწყებულია. გარემოსდაცავითი პოლიტიკის დოკუმენტით კომპანიამ ზუსტად აიღო ვალდებულებები იმ მემკვიდრეობაზე, რაც 40-წლიან საწარმოში დაგვხვდა. მათ შორის ნებაყოფლობით ავიღეთ ვალდებულებები ისტორიულ დაბინძურებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი სამოქმედო გეგმა კალენდარულად გაწერილია წლების მიხედვით, თუ რომელი ქმედება რა პერიოდში განხორციელდება. ეს ეხება როგორც გარემოსდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე მონიტორინგს, შემარბილებელ ღონისძიებებსა და შესაბამის ქმედებებს, მათ შორის - მშენებლობებს, რომლებიც უშუალოდ მიმართული იქნება გარემოსდაცვით საკითხებზე.


ამ პროგრამის ფარგლებში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი რისკი გარემოს ცალკეულ კომპონენტზე, როგორებიც არის მიწა, წყალი და ჰაერი. აღნიშნული პროგრამა საჯაროდ წარმოვადგინეთ 2017 წლის ზაფხულში და ამ დროიდან უკვე 2017 წლის ბოლომდე მოვასწარით პრაქტიკულად ყველა გარემოსდაცვითი გეგმის შემუშავება. საერთაშორისო კომპანიასთან ერთად, მომზადდა ნარჩენების მართვის, შემარბილებელი ღონისძიებების, მონიტორინგისა და სხვა გეგმები, რომლებიც შემდგომში გარემოს დაცვის სამინისტროსთან შევათანხმეთ. პროცესი არ არის მარტივი, მაგრამ მოვახერხეთ და ამ ეტაპზე 70-მდე პუნქტზე მუშაობა გვაქვს დაწყებული, - აცხადებს კოტე ხაჭაპურიძე.


R





„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up