„არემჯიმ” გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართა (ვიდეო)

„არემჯიმ” გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართა (ვიდეო)

access_time2017-11-06 13:58:24

კომპანია „არემჯიმ” საკუთარი გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართა.



ტყის განაშენიანებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურის მიერ პირველ ეტაპზე შავი ფიჭვისა და ელდარის ნერგები შეირჩა. აქციის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა 3000-მდე ნერგი დარგეს. მასშტაბური დარგვითი სამუშაოები გაგრძელდება. კომპანია აღნიშნულ ნარგავებს 5 წლის განმავლობაში მოუვლის. ამ პროექტის საბოლოო მიზანია, სოფელ მარტყოფში 12 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენა-განაშენიანება.



„არემჯი“ ჯგუფის თანამშრომლები, ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვედით მარტყოფში ნერგების დასარგავად. მარტო დღეს ჩვენი ძალებით 3000-მდე ახალი ნერგი შევმატეთ ტყეს. აღნიშნული აქცია თვის ბოლომდე გაგრძელდება და ჯამში ამ სეზონზე 6000 ახალი ნერგი დაირგვება. რაც მთავარია ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ჩვენ ამ ტერიტორიას მომავალშიც მოუვლით და გაზაფხულზე კიდევ განვაახლებთ დარგვის პროცესს”, – განაცხადა „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.







„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up