„არემჯიმ“ CSR FORUM 2021-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

„არემჯიმ“ CSR FORUM 2021-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

access_time2021-04-27 09:55:29

სასტუმრო რადისონმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ CSR FORUM 2021-ს უმასპინძლა, რომელზეც კომპანიებმა საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრეს.


CSR ფორუმი არის ცოცხალი პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია წარმოაჩინოს სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები. ღონისძიებაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, UNDP საქართველოს წარმომადგენელმა ანა ჩერნიშოვამ, საქართველოში იაპონიისა და საფრანგეთის ელჩებმა.


„არემჯი“, რიგით მე-6 CSR FORUM-ის გენერალური სპონსორია. კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს.



„ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ერთის მხრივ, გავუზიაროთ სხვა კომპანიებს ჩვენი გამოცდილება და მეორეს მხრივ უფრო დეტალურად გავაცნოთ დაინტერესებულ ჯგუფებს ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით. ჩვენ გუნდს სჯერა, რომ სწორად დაგეგმილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. ეს არ არის მხოლოდ დიდი და ძლიერი ბიზნესის საკეთებელი საქმე, ყველას შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს, ჩვენი ქვეყნის, სხვადასხვა რეგიონის, გარემოსა თუ ადგილობრივი თემის განვითარებაში.“ – „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.


(R)


თეგები:
არემჯი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up