„არემჯი გოლდის“ წარმომადგენლები მოსახლეობამ ბნელ ხევში არ შეუშვეს

„არემჯი გოლდის“ წარმომადგენლები მოსახლეობამ ბნელ ხევში არ შეუშვეს

access_time2018-04-26 21:29:00


სოფელ ტანძიაში, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ „არემჯი გოლდის“ წარმომადგენლებს და დაცვის პოლიციას ბნელ ხევში შესვლის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობამ პიკეტირება მოაწყო და ტრანსპორტი, რომელშიც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, გზაზე არ გაატარა.



აქციის მონაწილეებმა ხევის ტერიტორიიდან გზა ბნელი ხევის მიმართულებით ფეხით გააგრძელეს, თუმცა კარვების ბნელ ხევში ხელით ჩატანა ფიზიკურად ვეღარ შეძლეს. 



როგორც სოფელ ტანძიის მოსახლეობა აცხადებს, კომპანია ,,არემჯი გოლდი“ ბნელ ხევში ღია კარიერის მოწყობას გეგმავს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და ზიანს მიაყენებს როგორც იმ ტერიტორიაზე განთავსებულ ისტორიულ ძეგლებს, ასევე ტყის მასივს, რომლის მასიური გაჩეხვა უკვე დაწყებულია. 




ადგილობრივები უკვე მე-17 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ და ბნელ ხევში, კომპანია ,,არემჯი გოლდის“ მიერ ღია კარიერის მოსაწყობად დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. ტანძიის მოსახლეობა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ბნელ ხევში კარვებს გაშლიან და კომპანია ,,არემჯი გოლდს“ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

 

წყარო: ips

 





„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up