„არემჯი“ გარემოსდაცვით პროექტან ერთად, საწარმოს გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს

„არემჯი“ გარემოსდაცვით პროექტან ერთად, საწარმოს გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს

access_time2018-08-09 11:01:31

უკვე რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც კომპანია „არემჯიმ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და უშუალოდ მისი ხელმძღვანელისგან კონკრეტული შენიშვნები მიიღო. საქმე ეხებოდა ნიადაგისა და მდინარე კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელ ღონისძიებებს. სამუშაოების შესრულებისთვის კონკრეტული ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა.


კითხვაზე რა ღონისძიებებს ახორციელებს „არემჯი“ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე პასუხობს, რომ კომპანია მზად არის აღმოიფხვრას ისტორიული დაბინძურება და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება.



„არემჯიმ“ უშუალოდ სამთამადნო ოპერირება რეალურად 2014 წლის აპრილიდან დაიწყო. შესაბამისად ის გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელზეც მინისტრი საუბრობს და რომელიც 2015–2016 წლების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კვლევას ეფუძნება, ცხადია 2–3 წელიწადში “არემჯის” საქმიანობას არ უკავშირდება. მაგალითად, მადნეულის საბადო 1975 წლიდან მუშავდება და გარემოსდაცვითი პრობლემები თითქმის 40 წელზე მეტი გროვდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზად ვართ ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ და ისტორიული დაბინძურებები აღმოვფხვრათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განმარტავს შუბითიძე.



კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ გარემოსდაცვით პროექტებთან ერთად “არემჯი” აქტიურად მუშაობს საწარმოს გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.




ტექნოლოგიური გადაიარაღება ერთი მხრივ საწარმოს საქმიანობას უფრო ეფქეტურს და მომგებიანს გახდის, მეორეს მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გარემოსდაცვით მიმართულებაზე დაახლოებით 5 მლნ ლარია დახარჯული და წლის ბოლომდე ეს თანხა კიდევ გაიზრდება.



„თითქმის დავასრულეთ მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვის ღონისძიებები. კუდსაცავიდან დრენირებული წყლების სამართავად უკვე აქტიურ ფაზაშია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საყოფაცხვრებო ნარჩენებით ნიადაგისა და გარემოს დაბინძურების აღმოფხვრის კუთხით, შევისყიდეთ საკმაოდ ძვირადღირებული 4 სპეცავტომანქანა ამტვერიანების შესამცირებლად, რომლებიც ინტენსიურად მორწყავენ კარიერულ და შიდა საავტომობილო გზებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ სამსხვრევი კომპლექსზე, რომელიც მტვრის წარმოქმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, უკვე დავამონტაჟეთ წყლის გამშხეფი სისტემა, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა სამსხვრევის ტერიტორიაზე ამტვერიანება. ჰაერის დაცვის მიმართულებით კომპანია ბევრ სხვა სიახლეს დანერგავს უახლოეს მომავალში,“ - განმარტავს შუბითიძე.



ჯონი შუბითიძე ამავდროულად აღნიშნავს, რომ კომპანია მზად არის განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს.





თეგები:
არემჯი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up