არეა ექსპო 2019 - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვების გახსნამდე 4 დღე რჩება

არეა ექსპო 2019 - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვების გახსნამდე 4 დღე რჩება

access_time2019-04-30 11:30:04


თბილისში, ამჯერად შერატონ გრანდი მეტეხი პალასი უძრავი ქონების მასშტაბურ გამოფენა გაყიდვას უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოში ტრადიციულად წელიწადში ერთხელ ტარდება და უკვე მეორედ ელის უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს. არეა ექსპო 4 მაისს 12 საათზე გახსნილად გამოცხადდება და 5 მაისის ჩათვლით, მონაწილე დეველოპერები უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს სპეციალურ ფასებსა და პირობებს შესთავაზებენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც უბნის და ფასის, ასევე პროდუქტის თვისებრიობის მიხედვით, შესაბამისად დააკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის სურვილსა და ინტერესს, როგორც პრემიალურ და მაღალ, ასევე საშუალო და დაბალ საფასო კატეგორიაში არსებული პროდუქტებით რეგიონების მიხედვით.



არეა ექსპო 2019 ოცდაათამდე დეველოპერი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა უნიქს დეველოპმენტი - კომპანია, რომელიც ფრანგულ უბანს, მასშტაბურს და კომფორტზე აგებული კონცეფციის პროექტს წარმოადგენს. საცხოვრებელი კომპლექსი „ფრანგული უბანი“ გლდანში მდებარეობს და ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობენ თავს და შეძლებენ, დატკბნენ ბუნების სიმწვანით მაშინ, როდესაც ირგვლივ თითქოს არაფერია მკაცრი ბეტონის სიცივის გარდა. კონცეფცია ქართველი და ფრანგი არქიტექტორებისგან დაკომპლექტებული სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ შეიქმნა და უბნის განაშენიანება მრავალწლიან პროფესიონალურ გამცდილებაზე დაყრდნობით, მაღალი სტანდარტის დაცვითა და ხარისხიანი მასალებით აქტიურ ფაზაშია შესული.  უნიქს დეველოპმენტი არეა ექსპო 2019 უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს 16-თვიან  შიდა განვადებას და პირველი შენატანის გარეშე შეძენას სთავაზობს.




წელს, საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება ბიოტა პარკი, რომელიც სამშენებლო ბიზნეს ერთი წლის წინ შეუერთდა. „ბიოტა პარკი კომპანია შპს ოლიმპ ჯორჯიას პირველი დეველოპერული პროექტია, თუმცა კომპანიის დამფუძნებელს საზღვარგარეთ სამრეწველო, სპორტისა და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობის სფეროში უამრავი წარმატებულად დასრულებული პროექტი გააჩნია. პროექტი მდებარეობს საბურთალოზე, მეტრო უნივერსიტეტიდან 10 წუთის სავალზე და გამოირჩევა მწვანე საფარით, 1300 კვ. მეტრზე გაშენებული ბიოტების ტყე-პარკით.  „ბიოტა პარკი დეველოპერებს შორის ახალი მონაწილეა და არეა ექსპო 2019-ს ერთვება საინტერესო და მიმზიდველი შემოთავაზებებით. 






უძრავი ქონების გამოფენა გაყიდვამ არეა ექსპო წელს საერთაშორისო მასშტაბიც შეიძინა. მონაწილეთა შორის არიან საერთაშორისო დეველოპერებიც, იორკ თაუერსი, ტაბახმელაში იორკ თაუნის პროექტითა და მაქრო ქონსთრაქშენი, რომელიც მწვანე დაიმონდს წარმოადგენს. ასევე გამოფენაზე მონაწილეობას იღებს შვეიცარული კომპანია  ჯი ეს აი, რომელიც   საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის. კომპანია მომხმარებლებს პრემიალურ უძრავ ქონებას   შვეიცარიას და იტალიაში, ასევე ექსკლუზიურად ლიგურიას და სარდინიას კუნძულებზე სთავაზობს.  ამავდროულად უზრუნველყოფს მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია დროებითი და მუდმივი საცხოვრებლის  ნებართვის მიღებას, შვეიცარიასა და იტალიაში ინვესტიციის განხორციელებასა და საბანკო ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებით.



„ჩვენი კომპანია საქართველოში შემოდის მისი სრული მომსახურებით, მათ შორის ტურისტული მიმართულებით და პროექტით კამპიონე დი იტალია. საქართველოში ვგეგმავთ საინვესტიციო მიმართულებების გააქტიურებას  და უძრავი ქონების გაყიდვების წარმოებას როგორც ევროპაში, ასევე ადგილობრივად“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მანანა კობალაძემ.





არეა ექსპო 2019 ორგანიზებას არეა ჯგუფი უძრავი ქონების სერვისების კომპანია უწევს, რომელიც უზრუნველყოფს დეველოპერებისთვის სტრატეგიული მარკეტინგული მომსახურებისა და გაყიდვების ჯგუფის აუთსორსინგს. კომპანია მიზნად ისახავს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში დანერგვას და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად დახვეწას. არეა ექსპო ეს არის ერთიანი პლატფორმა, სადაც უძრავი ქონებით შეძენით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ერთ სივრცეში, დროის ეფექტური დანაზოგით მოუყარონ თავი მათთვის სასურველი პროდუქტის შესახებ და ისარგებლონ სპეციალური ფასებითა და პირობებით უშუალოდ დეველოპერებისგან შერატონ გრანდი მეტეხი პალასში, 4 და 5 მაისს.









(R)



თეგები:
არეა ექსპო



უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up