არდისა და საფრანგეთის ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

არდისა და საფრანგეთის ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2021-06-10 14:46:31

არდის, როგორც გამორჩეულად მაღალი ხარისხის მქონე სადაზღვევო კომპანიასა და საფრანგეთის ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან - ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES (www.france-asf.fr) თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რომელიც უპრეცედენტოა იმითაც, რომ დისტანციურ რეჟიმში თბილისსა და პარიზში სრულად ციფრულად მოეწერა ხელი, ასევე მის ფარგლებში  პირველად, ქართული სადაზღვევო კომპანია, გარდა მისი საკუთარი სახელშეკრულებო დათქმებისა, პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებთან თუ ოჯახის ექიმების ქსელთან, უკვე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ ხარისხის აკრედიტაციას მიანიჭებს უპირატესობას ჯანდაცვის სფეროში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა შერჩევისას.

 

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არდის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების მომსახურე  ყველა ოჯახის ექიმი გაწევრიანდება “აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე” უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტის პლატფორმაზე  ASFCMEC  (“ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES” CONTINUES MEDICAL EDUCATIONAL COMMITTEE) და ყოველწლიურად დააგროვებს  უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის საჭირო სავალდებულო CME (CONTINUES MEDICAL EDUCATIONAL) საათებს.

„განსაკუთრებით მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვა, რაც ჩვენი დაზღვეული კონტიგენტის ჯანმრთელობის საუკეთესო მაჩვენებლების ქვაკუთხედია, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ უწყვეტი სამედიცინო განათლების ფერხულში ჩართული ოჯახის ექიმების გარეშე. ჩვენი საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოწვევამ ჯანდაცვის სფეროში, Covid19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ დიდია როლი გამოცდილი, პრაქტიკოსი, ჰუმანური და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირველადი ჯანდაცვის რგოლის - ოჯახის ექიმების. არდის, როგორც განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სამედიცინო დაზღვევის სერვისების მიმწოდებელ ქართულ სადაზღვევო კომპანიას, აქვს ჯანსაღი ამბიცია იმისა, რომ ჩვენს სახელთან და ბრენდთან აფილირებული ექიმი თუ პრივილეგირებული პარტნიორი სამედიცინო დაწესებულება, იყოს აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის ორგანიზაციის მიერ.“ - აცხადებს ეკა ერგემლიძე, არდის სამედიცინო დაზღვევის დირექტორი.


 

“ჩემთვის, როგორც ამ კომპანიის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო ფაქტი, რომ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სურვილი პირველად საქართველოდან, სწორედ კერძო სადაზღვევო კომპანია არდიმ გამოთქვა. ეს ცხადია მიუთითებს ამ კომპანიის მოწინავე პოზიციაზე და სწორ ხედვაზე, ჯანდაცვის ხარისხის ამაღლების მიმართულებით, რასაც ემსახურება სწორედ ეს უპრეცედენტო მემორანდუმი. არდის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, ვფიქრობთ, რომ სამაგალითო იქნება სხვა სადაზღვევო კომპანიებისთვის, თუ კერძო კლინიკების ხარისხის მართვის მენეჯერებისთვის. ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება არაერთ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემების შენებაში.“ - აცხადებს პროფესორი PhD გიორგი ფხაკაძე, ორგანიზაცია ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES-ის პრეზიდენტი.

 

არდისა და  საერთაშორისო ორგანიზაცია ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, არდის პრივილეგირებული პარტნიორი სამედიცინო პროვაიდერები, ხარისხის აკრედიტაციას გაივლიან სრულიად უფასოდ და დადებითი შეფასების შემთხვევაში მიიღებენ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს.

(R)





კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...


მსგავსი სიახლეები

up