„არდი” ქსელს აფართოებს - Gazelle Finance Georgia-მ სადაზღვევო კომპანიაში ინვესტიცია განახორციელა

„არდი” ქსელს აფართოებს - Gazelle Finance Georgia-მ სადაზღვევო კომპანიაში ინვესტიცია განახორციელა

access_time2018-11-07 20:30:39

„არდი დაზღვევა“ ქსელს აფართოებს. აღნიშნული კი GAZELLE FINANCE GEORGIA-სთან ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანიაში ინვესტიცია განახორციელა.



როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, „არდი“ ფილიალების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიამ ქსელის გაფართოების მეორე ფაზა დაიწყო, რომელიც უახლოესი ორი წლის მანძილზე რეგიონებში რამოდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და არსებული ფილიალების განახლებას გულისხმობს.



მისი განცხადებით, 2018 წლის ბოლომდე ერთ-ერთ რეგიონში კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება. „გვინდა, რომ რეგიონებშიც შევიტანოთ ის ეკონომიკური განვითარება, რაც ასე საჭიროა ქვეყნისთვის. გადაჭარბების გარეშე ვფიქრობთ და გვჯერა, რომ რეგიონებში მეტი რესურსია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ჩვენ როგორც ერთ ბიზნეს სუბიექტს გვინდა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. რეგიონებს მსხვილი და საშუალო აქტიურობა ძალიან წაადგება. „არდი“ სოციალური პასუხისმგებლობის და ბიზნეს ლოგიკის გათვალისწინებით რეგიონებში მეტი სიახლის შეტანას გეგმავს“ - აცხადებს ჯაფარიძე.



მისივე განმარტებით, ამ დროისთვის სადაზღვევო კომპანია „არდი“ თბილისში 5 ფილიალი/სერვისცენტრითაა წარმოდგენილი, ამავე რაოდენობის ფილიალს ფლობს რეგიონების მასშტაბით.




როგორც მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, გუშინ ქუთაისში GAZELLE FINANCE GEORGIA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში განახლებული ფილიალი გაიხსნა. „ქუთაიში პირველი რეგიონული ოფისი 2013 წელს გავხსენით და საკმაოდ წარმატებული გამოდგა ჩვენი წამოწყება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიღეთ გაფართოების გადაწყვეტილება. ეს ფილიალი „არდის“ და GAZELLE FINANCE GEORGIA-ს პარტნიორობის შედეგია, რომელიც წელს დაიწყო. უკვე მოვასწარით არსებულის გაფართოება-განახლება და წლის ბოლომდე კი ერთი ახალი ფილიალის დამატებსაც ვგეგმავთ სხვა ქალაქში“ - აცხადებს ჯაფარიძე.






„არდი დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვალერი ფუტკარაძე: მე არდი დაზღვევის გუნდს ორი წელია რაც შევუერთდი. ძირითადი მიზანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაღრმავება იყო, რაც ჩემთვის რთული არ აღმოჩნდა, რადგან არდიში  საინტერესო გუნდი და უკვე განხორციელებული მნიშვნელოვანი მიღწევები დამხვდა. მისი ინფორმაციით, მსგავსი ტიპის პარტნიორობა პირველი პრეცენდენტია როგორც სადაზღვევო სფეროსთვის, ასევე Gazelle Finance Georgia-სთვისაც.



როგორც ფუტკარაძე განმარტავს, ეს ნიშნავს იმას იმას, რომ „არდი“ შეესაბამება იმ მაღალ სტანდარტებს, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის და „არდის“ ბიზნეს მოდელი აწყობილია იმ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნებისმიერი ფონდისთვის მისაღებია.




„კომერსანტის“ კითხვაზე, რა იყო ის მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც Gazelle Finance Georgia-სა და „არდი დაზღვევას“ შორის პარტნიორობა შედგა, ფუტკარაძე განმარტავს, რომ „არდის“ მოქნილობამ, სტანდარტებმა და დამოუკიდებლობამ გადააწყვეტინა აღნიშნულ საერთაშორისო ფონდს დაეშვა გამონაკლისი და „არდიში“ ინვესტიცია განეხორციელებინა.





როგორც Gazelle Finance Georgia-ს საინვესტიციო დირექტორი ნათია ჯანელიძე აცხადებს, სადაზღვევო კომპანია „არდი“რამდენიმე მიზეზის გამო შეირჩა. 1. ეს არის დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანია, რომელიც არ არის აფილირებული მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან. 2. მათ აქვთ გამოკვეთილად მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება. 3. კლიენტების კმაყოფილების ძალიან მაღალი დონე. 4. ძალიან თანმიმდევრული და კომპეტენტური მენეჯმენტი.



„მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სექტორში არ მოიაზრება ჩვენი ფონდის ინვესტიციები, გამონაკლისის სახით „არდი“ შევარჩიეთ. საკმაოდ სერიოზულ სკრინინგს გადის ნებისმიერი კომპანია სანამ ტრანშს მიიღებს. „არდის“ შემთხვევაშიც ეს პროცესი ძალიან დეტალურად განხორციელდა. გუშინ ქუთაისში, აღნიშნული ტრანშის მიზნობრიობის დადასტურებას დავესწარით“ - განმარტავს ნათია ჯანელიძე.



Gazelle Finance Georgia-ში აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონის უმსხვილეს ქალაქში - ქუთაისში არსებული ეს ახალი ფილიალი უზრუნველყოფს არა მხოლოდ სადაზღვევო მომსახურებისა და პროდუქტების მთელი სპექტრის მიწოდებას რეგიონის მასშტაბით, არამედ ასევე ექნება შესაძლებლობა უზრუნველყოს მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები კორპორატიული კლიენტებისთვის რისკების გაუმჯობესებული მართვისთვის.



როგორც Gazelle Finance Georgia-ში განმარტავენ, რომ დაფუძნების შემდეგ „არდიმ“ სტაბილურ ზრდას მიაღწია შემდეგი პოლისების დაზღვევაში სამი ძირითადი საბაზრო წილის პოზიციების დაკავებით: 50,000-მდე სამედიცინო დაზღვევის პოლისი, 2,500-მდე საავტომობილო დაზღვევის პოლისი და 2,000-მდე ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი. ვინაიდან საქართველოში სადაზღვევო ბაზარი ჯერჯერობით ახალგაზრდა და განუვითარებელია და მშპ-ს მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს, ამ ბაზრის სეგმენტში ზრდის დიდი პოტენციალია. მოსალოდნელი ზრდის ფაქტორები შეიცავენ მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოტანას ყველა მოქალაქეებისათვის 2019 წლიდან დაწყებული, კერძო საპენსიო სისტემის შემოღებას და დაკავშირებულ სადაზღვევო პროდუქტებს და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის დაფარვის მხარდაჭერას.



„Gazelle Finance ძალიან მოხარულია იმით, რომ ხელს უწყობს „არდის“ გაფართოების სტრატეგიას საქართველოს დასავლეთ რეგიონში, რადგან ის უკეთ ახდენს კომპანიის პოზიციონირებას, რათა ფეხი აუწყოს სწრაფ ზრდას საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელსაც ადგილი ექნება უახლოეს წლებში, ვინაიდან მთავრობა რეგულაციებს იღებს სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯეფრი ლიბერტმა, Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.





Gazelle Finance


Gazelle Finance http://gazellefinance.com/, https://www.facebook.com/GazelleFinance/) აშშ-ის ფონდის მენეჯერია, რომელიც მართავს საინვესტიციო ფონდ “Gazelle Fund”-ს, მათ შორის, OPIC, FMO, DGGF და საქართველოს საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო კაპიტალს. ფონდი 2017 წლის მარტიდან ფუნქციონირებს და დღესდღეობით, საქართველოსა და სომხეთშია წარმოდგენილი. Gazelle ფონდი ემსახურება ზრდის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო კომპანიებს და აწვდით მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი $100,000 -და $1 მილიონამდე ინვესტიციის ფარგლებში.





სს „არდი დაზღვევა“ დაფუძნებულია 2010 წელს და სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. სს „არდი დაზღვევა“ (http://ardi.ge/index.php/home-ka/ge,https://www.facebook.com/ardigroup/) მოზიდული პრემიის მიხედვით პირველი ხუთეულის წევრია საქართველოში არსებული 17 სადაზღვევო კომპანიიდან. „არდი“-ს კარგად დივერსიფიცირებული კლიენტების ბაზა აქვს, რაც ფინანსური სტაბილურობისა და მომგებიანობის ძლიერი საფუძველია.



„არდი“ ასევე ამაყობს იმით, რომ დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც არ ეკუთვნის საქართველოს რომელიმე საფინანსო ინსტიტუტს, ბაზრის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიამ შეძლო დინამიურად ზრდა მხოლოდ თავისი შიდა რესურსებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 






რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი
access_time2019-03-25 18:30:48
“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური...

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?
access_time2019-03-25 20:00:34
ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს. პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას...

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“
access_time2019-03-25 17:00:51
სავალდებულო ავტოდაზღვევას სკეპტიკოსები ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. იმ ფონზე, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და დეპუტატები სავალდებულო ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე მსჯელობენ,  პარლამენტის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ვალდებულება მოსახლეობის სოციალურ ტვირთს დაამძიმებს და შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო დაზღვევა...

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“
access_time2019-03-25 19:00:56
„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას.  როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ...

„მთაწმიდაზე, MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“

„მთაწმიდაზე,  MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“
access_time2019-03-25 13:30:14
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.   ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.  „რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ...


მსგავსი სიახლეები

up