მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალების ქსელი ACIBADEM Healthcare Group-ი,  „არდის“  პროვაიდერი გახდა

მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალების ქსელი ACIBADEM Healthcare Group-ი, „არდის“ პროვაიდერი გახდა

access_time2019-12-02 12:00:12

წამყვანმა სადაზღვევო კომპანია ,,არდიმ“ და მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალების ქსელმა ACIBADEM Healthcare Group-მა  თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.  ამიერიდან  ACIBADEM Healthcare Group-ი  ,,არდის“  პროვაიდერი გახდა, რაც ,,არდის“ დაზღვეულებს თურქეთის კლინიკებში მკურნალობის საშუალებას აძლევს.

 

 ,,არდისა“ და თურქეთის მოწინავე კლინიკების ჰოსპიტალების ქსელს „ACIBADEM”-ს  შორის დაწყებული თანამშრომლობა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ,,არდის“ ყველა დაზღვეულს საქართველოში შეძენილი სადაზღვევო ბარათით, ადგილობრივ სამედიცინო პროვაიდერებთან ერთად, მსოფლიოში წამყვანი კლინიკების ქსელის მომსახურებითაც ისარგებლოს.

 

„ქართულ მხარესთან ჩვენი კომპანიის თანამშრომლობა არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენს კლინიკებში ქართველი პაციენტების მიღებას. მედიცინის კუთხით საქართველოსა და ჩვენს კომპანიას შორის პარტნიორობა  გაღრმავდება.  აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკებში ქართველი ექიმებიც გვყავს, ხოლო ჩვენი ექიმები  ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის მიზნით საქართველოში ჩამოდიან. ჩვენი კლინიკების ქსელი ამჟამად 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ამ კუთხით საქართველოც ძალიან საინტერესოდ გვეჩვენება.“ - განაცხადა ACIBADEM Healthcare Group- ის დირექტორმა მურატ ფექმეზოღლუ-მ.


„ACIBADEM“-ი მსოფლიოს ჯანდაცვის რუკაზე 1991 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ  4 ქვეყანაში, 21 მრავალპროფილიანი ჰოსპიტალითა და 16 ამბულატორიითაა წარმოდგენილი.


 „ACIBADEM -ის კლინიკის პარტნიორად გამოცხადება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია „არდის“ დაზღვეულების სასასრგებლოდ , რადგან ისინი შეძლებენ უკეთესი სერვისები მიღონ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაცმსოფლიოში წამყვანი ჰოსპიტალების ქსელში მიიღონ სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებული პირობებით. 2015 წელს ჩვენ დავიწყეთ პროვაიდერების მოძიება საქართველოს ში და მის ფარგლებს მიღმა იმისთვის, რომ დაზღვეულებს უკეთესი სერვისები მიეღოთ და  მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურებაზე.“-  აღნიშნა „არდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ.

 

„არდიში“ სპეციალურად ამ მიმართულებისთვის შექმნილი საერთაშორისო სერვისების სამსახური ARDI Global-ი, თავის დაზღვეულებს ACIBADEM-ში მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო მომსახურებას მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გაუწევს. ამისთვის საკმარისია, რომ დაზღვეულმა მიმართოს საერთაშორისო სამსახურს global@ardi.ge-ს მეშვეობით, რითაც ის მიღებს:

 

•             სამედიცინო მომსახურების სრულ ორგანიზებას

•             დაზღვეულის ინდივიდუალური შემთხვევის დისტანციურ განხილვას ონლაინ რეჟიმში


•             ყველა საჭირო დოკუმენტის  მოძიებას საქართველოში არსებული სხვადასხვა სამედიცინო  კლინიკებიდან, ლაბორატორიებიდან;

•             საჭიროების შემთხვევაში, თურქეთში ჩასატარებელი მომსახურების სრულ გეგმას;

•             დაფინანსებას სადაზღვევო  ბარათის პირობებისა და საქართველოში წამყვანი სამედიცინო პროვაიდერების მიერ  ანალოგიური მომსახურების  განფასების შესაბამისად.

 


 „არდის“ დაზღვეულებს ACIBADEM-ის ქსელში ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება არდის თანადაფინანსებით და ACIBADEM-ის პრივილეგირებული 15%-იანი ფასდაკლებით ისეთ მომსახურებებზე, როგორიცაა ქირურგიული მკურნალობა, ჰოსპიტალური თერაპია, ონკოლოგია, ნეიროქირურგია, კარდიოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, პედიატრია, ამბულატორიული სერვისები, დაავადებათა პროფილაქტიკა, რობოტული ოპერაციები (კიბერ დანა, დავინჩი).

 

აღსანიშნავია, რომ პრივილეგრიებული 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება ისეთი სახის სერვისებზეც, რომელსაც სტანდარტულად სადაზღვევო ბარათი არ ითვალისწინებს, როგორიც არის მაგალითად: პლასტიკური ქირურგია, წონის კორექცია და ბარიატრიული ოპერაციები, ტრანსპლანტაციები.

 

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „არდის“  დაზღვეულები ისარგებლებენ დამატებითი უპირატესობების სრული პაკეტით:

 

•             მეორე სამედიცინო აზრი (SMO – Second Medical Opinion) სრულიად უფასოდ

•             აეროპორტში დახვედრა

•             უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან/სასტუმროდან კლინიკაში და პირიქით

•             პერსონალური ქართულენოვანი მენეჯერის მომსახურება კლინიკაში

•             ნებისმიერი ვადის სამოგზაურო დაზღვევის პოლისზე 30%-იანი ფასდაკლება

 



ქართული სადაზღვევო ბარათით საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ეს ინიციატივა, რომელსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა, კვლავ განაგრძობს განვითარებას და არაერთ ექსკლუზიურ სიახლეს შესთავაზებს მის დაზღვეულებს იმისათვის, რომ მათ მუდმივად ქონდეთ წვდომა მსოფლიოს მოწინავე, უმაღლესი სტანდარტების მქონე სამედიცინო სერვისებზე, უახლეს მიდგომებზე.

 

 



თეგები:
არდი acibadem



„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up