„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

access_time2018-12-14 16:00:32

„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი.


ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში.


„არდის“ ახალი დაზღვევის სახლი ქალაქის ისტორიულ ნაწილში - სტალინის გამზირი #1-ში მდებარეობს და  მაღალ სადაზღვევო სტანდარტებს პასუხობს.„არდის“ მიზანია მთელ საქართველოში  ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. კომპანიის მენეჯმენტი სხვადასხვა სახის აქტივობებს გეგმავს და ფიქრობს, რომ რეგიონებში ბევრად მეტი რესურსია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნეს ლოგიკის გათვალისწინებით „არდი“ ბევრ სიახლეს გვპირდება.




„არდი დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ კომპანიამ წლის დასაწყისში რეგიონული განვითარების ახალი ეტაპი დააანონსა.„აღნიშნულის ფარგლებში ქუთაისში გავფართოვდით და უფრო მსხვილ ფილიალში გადავედით. ამჯერად უკვე გორშიც გავხსენით „არდის“ ფილიალი - „დაზღვევის სახლი“. გორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იქ არც ერთი სადაზღვევო კომპანია რეგიონული ოფისის მიმართულებით არ ოპერირებს და გვინდა, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ ქალაქის და რეგიონის მასშტაბით დაზღვევის ცნობადობის ასამაღლებალად“-აცხადებს ჯაფარიძე.


 

მისი განმარტებით, გორელებს შეეძლებათ მიიღონ ყველა სახის სადაზღვევო მომსახურება, ისევე როგორც „არდის“  სხვა ფილიალებში. „იმედი მაქვს ისინი თანდათან უფრო მეტად დაინახავენ დაზღვევის საჭიროებას. ძალიან მოწადინებული ვართ დაზღვევა მივიტანოთ ყველა ქალაქამდე და ყველა მოსახლემდე. სურვილი გვაქვს რომ დაზღვევი, როგორც ინსტრუმენტის მიმართ აღქმა შეიცვალოს და მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ დაზღვევა არ არის ფუფუნების პროდუქტი და მისი მნიშვნელობა იმაზე მეტია ვიდრე დღესდღეობით მიღებულია ჩვენს ქვეყანაში“-აცხადებს ჯაფარიძე.



 

„კომერსანტის“ კითხვაზე, რომელ რეგიონში იგეგმება სამომავლოდ „არდის“ ქსელის გაფარტოება, ჯაფარიძე აცხადებს, რომ შემდეგი რეგიონი დასავლეთი იქნება. „ზოგადად მომავალ წელს ორ ახალ ფილიალს გავხსნით და იგივე შემართებით შევეცდებით ჩვენი გეგმების რეალიზებას - გავხადოთ დაზღვევა მეგობრული ყველასთვის“-აღნიშნავს ჯაფარიძე.

 


 ამ დროისთვის სადაზღვევო კომპანია „არდი“ თბილისში 5 ფილიალი/სერვისცენტრითაა წარმოდგენილი, ამავე რაოდენობის ფილიალს ფლობს რეგიონების მასშტაბით.


სს „არდი დაზღვევა“ დაფუძნებულია 2010 წელს და სათავო ოფისი  თბილისში მდებარეობს. მოზიდული პრემიის მიხედვით პირველი ხუთეულის წევრია საქართველოში არსებული 17 სადაზღვევო კომპანიიდან. „არდი“-ს კარგად დივერსიფიცირებული კლიენტების ბაზა აქვს, რაც ფინანსური სტაბილურობისა და მომგებიანობის ძლიერი საფუძველია.



აღსანიშნავია, რომ „არდი“ დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც არ ეკუთვნის საქართველოს რომელიმე საფინანსო ინსტიტუტს, ბაზრის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიამ შეძლო დინამიურად ზრდა მხოლოდ თავისი შიდა რესურსებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით.


როგორც Gazelle Finance Georgia-ში აცხადებენ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშველოვანი მიზეზი, რომ ფონდს სადაზღვევო სფეროში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ მიმართულებით თითქმის არ პოზიციონირებს. გარდა ამისა, საინვესტიციო ფონდში თვლიან, რომ „არდი” განსხვავდება ქართულ ბაზარზე არსებული სადაზღვევო კომპანიებისგან, რადგან მას  გამოკვეთილად აქვს მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება,  კლიენტების კმაყოფილების ძალიან მაღალი დონე, ჰყავს ძალიან თანმიმდევრული და კომპეტენტური მენეჯმენტი.


„არდი“ Gazelle Finance Georgia-სთან ერთად 2019 წლის მანძილზე კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სადაზღვევო ბაზრის, ასევე ეკონომიკის განვითარებას.


(R)






აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით

აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით
access_time2019-06-27 13:00:01
20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებით ეხამურება. საელჩო მოუწოდებს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. მათივე განცხადებით, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. “მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა...

ზვიად კორძაძე : რატომ არ დგას ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხი? ხალხს არ უნდა გაუჩნდეს შერჩევითი სამართალის განცდა

ზვიად კორძაძე : რატომ არ დგას ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხი? ხალხს არ უნდა გაუჩნდეს შერჩევითი სამართალის განცდა
access_time2019-06-27 15:00:07
„პირველი, რატომ არ ესწრებოდა პარლამენტში განხილვას გენერალური პროკურორი ? მეორე დეტალი ეხება მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც დებდნენ ბრალს ნიკა მელიას, რატომ არ მიუტანეს ეს მტკიცებულებები პარლამენტს, რატომ არ იყო ის შეფასებული,“ — ეს კითხვები რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსანტის დილა ნიკა ქავთარაძესთან და სალომე ლემონჯავასთან ერთად“ იურისტამა ზვიად კორძაძემ დასვა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები სამართლებრივ ჭრილში...

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...


მსგავსი სიახლეები

up