ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი  გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს

access_time2020-06-03 13:00:40

2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციას მოჰყვა, ადვოკატი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს მიერ 29 მაისს ჩატარებულ პრეს-კონფერენციას გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან.


უწინარეს ყოვლისა, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას, როგორც სასამართლო ხელისუფლებისადმი, ასევე მოწინააღმდეგე მხარისადმი. აღნიშნულის მიუხედავად, ვაცხადებ, რომ გადაწყვეტილებები რომლებიც ბატონმა ლაშა ქოჩიაშვილმა (თბილისის საქალაქო სასამართლო) და ბატონმა გენადი მაკარიძემ (თბილისის სააპელაციო სასამართლო) მიიღეს, უპრეცედენტოდ უკანონოა, რის დასამოწმებლად მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მოვიხმობ. ზემოაღნიშნული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დავით ზეიკიძეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე (დაუსწრებელი გადაწყვეტილებით) ჩამოერთვა დაახლოებით 10-15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქონება და იგი მოწინააღმდეგე მხარეს გადაეცა.


კანონის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოდის მაშინ, როცა მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდება და იგი შესაგებელს არ შეიტანს. კანონი მოითხოვს, რომ სარჩელი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს სასამართლო უწყებასთან ერთად (იხ. სსსკ 72.2), ხოლო ჩაბარების დადასტურება უნდა მოხდეს უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით (იხ. სსსკ 73.8). საქმეში არ არსებობს უწყების მეორე ეგზემპლარი.შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სამართლებრივად დაუშვებელი იყო. სამოქალაქო დარგის სპეციალისტებმა იციან, რომ სარჩელი მოპასუხეს გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტით, რომლის ყდის მნიშვნელოვანი ნაწილი ლურჯი ფერისაა.



კონვერტი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იქნა ჩაბარებული არის სრულიად თეთრი ფერის. არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეო მასალა. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ფაქტობრივად დაუშვებელი იყო. კ. ხეთაგუროვის ქ. #36, 0102 თბილისი, საქართველო ტელ.: +995 32 2553880, +995 32 2553881, ელ. ფოსტა: info@mkdlaw.ge www.mkdlaw.ge მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ემსახურებოდა იმის დადასტურებას, რომ დავით ზეიკიძეს სარჩელი ჩაბარდა. ეს დასკვნა მომზადდა 1 დღეში. საქმეში არის ამავე ბიუროს მიერ გაცემული ცნობა, რომ არასდროს ამ დასკვნის გამცემ სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა 1 დღეში (მომართვის დღესვე) არ გაუცია. ეს იმას ნიშნავს, რომ დასკვნა მომზადდა უპრეცედენტოდ არაგონივრულ დროში (დასკვნის შინაარსი ცალკე კრიტიკის საგანია, მაგრამ მას ახლა არ შევეხები). შესაბამისად, ასეთი ექსპერტის დასკვნა არის ტოქსიკური. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ეს დასკვნა გამოიყენა. როცა ბატონმა ლაშა ქოჩიაშვილმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინ ისიც და ბატონი გენადი მაკარიძეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები იყვნენ, ხოლო როდესაც ბატონმა გენადი მაკარიძემ სააპელაციო სასამართლოს სახელით გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინ ბატონი ლაშა ქოჩიაშვილიც და ბატონი გენადი მაკარიძეც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ერთი შემადგენლობის მოსამართლეები იყვნენ.


ანუ კოლეგა მოსამართლემ მისი უშუალო კოლეგა მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივარი განიხილა. ეს იყო ის საგნობრივი თემები, რაზეც მე 29 მაისის პრესკონფერენციაზე ვისაუბრე. სამწუხაროდ, არც მოწინააღმდეგე მხარისაგან და არც თბილისის საქალაქო სასამართლოსაგან ამ კონკრეტულ საკითხებზე განმარტება არ გაკეთებულა. კორუფცია ლათინური სიტყვაა და ქართულად შერყვნას, გაფუჭებას, დამახინჯებას ნიშნავს. მე ამ საქმეში ბევრ დამახინჯებას ვხედავ. ამიტომაც, ვაცხადებ, რომ მე ამ საქმეში კორუფციის ნიშნებს ვხედავ. ყოველგვარი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად, მე მთელი საქმის მასალებს თავისი ვიდეო მასალებით ვასაჯაროვებ და მათ ვანთავსებ იურიდიული კომპანია MKD law -ის ფეისბუქ გვერდზე.


დაე, ყველა მსურველმა თავად ნახოს და განსაჯოს. ის, რასაც ჩვენი მხარე სასამართლოსაგან ითხოვს არის ერთადერთი: განიხილოს საქმე და გადაწყვეტილება ისე გამოიტანოს. სულ ეს არის. ძველი რომაელები ამბობდნენ: მოუსმინე ორივე მხარეს. ამიტომ, ცალმხრივობის თავიდან ასაცილებლად, ვთავაზობ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატებს, იქნება ეს ბატონი პაატა სალია, თუ ამ საქმის ნებისმიერი სხვა ადვოკატი, საჯარო ტელედებატს პირდაპირ ეთერში მათთვის მისაღებ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ტელეეთერში“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up