არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, მიმაჩნია, რომ პარლამენტში, შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
imedinews.ge