არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მიერ 2019 წელს შესრულებულ სამუშაოზე ანგარიში წარადგინა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მიერ 2019 წელს შესრულებულ სამუშაოზე ანგარიში წარადგინა

access_time2019-12-31 10:21:47

პარლამენტის მიერ 2019 წელს შესრულებულ სამუშაოზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მოკლე ანგარიში წარადგინა.


როგორც თალაკვაძე საკუთარ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა 2019 წელს 13-ჯერ მოუსმინა მინისტრებს, 3 თემატური მოკვლევა და 4 ინტერპელაცია ჩაატარა. არჩილ თალაკვაძის თქმით, 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა 67 პლენარული სხდომა ჩაატარა, განიხილა და მიიღო 402 კანონი, მიიღო 1241 დადგენილიება და რატიფიცირება გაუკეთა 61 საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე შეარჩია და დაამტკიცა სხვადასხვა თანამდებობის პირები.


„შევეცდები ძალიან მოკლედ ჩაგაბაროთ ანგარიში, თუ რა სამუშაო შეასრულა საქართველოს პარლამენტრმა 2019 წელს და რა გადაწყვეტილებები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაში შედის 2020 წლის პირველი ივნისიდან და ქმნის სრულიად ახალ, სოციალურ და სამართლებრვ გარანტიებს თქვენი შვილებისთვის. მივიღეთ კანონი ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც უფრო ეფექტურად იცავს ქალებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს. მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც უკეთ პასუხობს სოციალურ გამოწვევბს და ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე.


2020 წლიდან იზრდება პენსიები, ხელფასები ეზრდებათ პედაგოგებს, ექიმეს, ბაღების აღმზრდელებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს. დევნილებისთვის ახალი საცხოვრისების ასაშენებლად გამოყოფილია 122 მილიონ ლარზე მეტი, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 3,7 მილიარდ ლარზე მეტი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის დაიხარჯება 240 მილიონ ლარზე მეტი, სოფლის მეურნეობას მოხმარდება 131 მილიონი ლარი, რეგიონებს მუნიციპალური ბიუჯეტის გარდა დამატებით მოხმარდებათ 350 მილიონი ლარი.



2019 წელს დავამტკიცეთ კანონმდებლობა, რომლითაც მარტივდება მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაცია, ამით მოქალაქეებს გაუმარტივდათ მიწაზე საკუთრების მოპოვება. შევიმუშავეთ და ფართო კონსენსუსით დავამტკიცეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლში ახალი კადრების სამართლიან შერჩევასა და მომზადებას, კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და მოსამართლეთა საქმიანობის მეტ დამოუკიდებლობას. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის მიღებას დადებითი შეფასებები მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მივიღეთ კანონი მედიაციის შესახებ, რომლითაც მხარეები მედიატორის ჩართულობით სასამართლოს გარეშე შეძლებენ მოაგვარონ თავიანთი დავა. მივიღეთ კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების შესახებ, რაც ხელს უწყობს ელექტროსექტორის გაძლიერებას და მასში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად შემოტანას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე თქმით, საშემოდგომო სესიაზე მივიღეთ რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ კანონი, რომელიც საფინანსო სექტორის მდგრადობისა და ბიზნესის გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.


„პირველი მოსმენით ტყის კოდექსი მივიღეთ, რომელიც ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გონივრულ მართვას, ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ტყის ინვესტარიზაციას და საინფორმაციო ბაზის შექმნას ითვლისწინებს. მივიღეთ ახალი რეგლამენტი, რომელიც პარლამენტის საქმიანობას უფრო ეფექტურს და შედეგიანს ხდის. სწორედ ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა 2019 წელს 13-ჯერ მოუსმინა მინისტრებს, ჩაატარა 3 თემატური მოკვლევა და 4 ინტერპელაცია. მთლიანობაში 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა ჩაატარა 67 პლენარული სხდომა, განიხილა და მიიღო 402 კანონი, მიიღო 1241 დადგენილიება და რატიფიცირება გაუკეთა 61 საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე შეარჩია და დაამტკიცა სხვადასხვა თანამდებობის პირები.


საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა და მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს, ნატო-ს და ეუთო-ს მაღალი დონის კონფერენციებსა და ანსამბლეაში. ამით ჩვენ დავხურეთ 2019 წლის საშემოდგომო სესია და ვიწყებთ მომზადებას 2020 წლის საგაზაფხულო სხდომებისთვის. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, ჩემს თანამშრომლებს და საზოგადოებას მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის“, - აცხადებს თალაკვაძე.


ipn.ge





კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება

კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება
access_time2020-02-19 11:59:21
თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება.დედაქალაქის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს. „ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ...

„იმის გათვალისწინებით რა ბიუჯეტიც გვაქვს, ამერიკულ ბაზარზე ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ“

„იმის გათვალისწინებით რა ბიუჯეტიც გვაქვს, ამერიკულ ბაზარზე ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ“
access_time2020-02-19 11:40:51
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში, 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო გაიყიდა. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ღვინის ექსპორტი ზრდა რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის, პოლონეთში, ჩინეთში,  გერმანიაში, ესტონეთში და ა.შ.საქსტატის ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირიდა...

ტერაბანკმა იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა

ტერაბანკმა იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
access_time2020-02-19 09:30:19
ტერაბანკი დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას განაგრძობს და წლის პირველ სიახლეს იურიდიულ პირებს სთავაზობს. ამიერიდან მათ უკვე მობაილბანკით სარგებლობა და სხვადასხვა ოპერაციის აპლიკაციის დახმარებით შესრულება შეუძლიათ. მობაილბანკის დახმარებით იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ან სხვის მიერ შექმნილი დავალებები დაადასტურონ, საინფორმაციო გზავნილებისა თუ დასადასტურებელი დავალებების შესახებ Push შეტყობინებები მიიღონ და მარტივი ავტორიზაციით —...

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს
access_time2020-02-19 10:50:56
რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. 20 თებერვლიდან რუსეთში შესვლა ჩინეთიდან ყველა ვიზიტორისთვის აკრძალული იქნება. პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ჩინეთის მოქალაქეების რუსეთში შესვლას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაცია, ჟურნალისტებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბში განუცხადეს. რუსეთში დაწესებული აკრძალვა...

გიორგი გახარია - ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება

გიორგი გახარია - ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება
access_time2020-02-19 10:40:28
„ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება. „ფონდების შესახებ კანონი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი, დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი...


მსგავსი სიახლეები

up