არჩილ თალაკვაძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ისაუბრეს

არჩილ თალაკვაძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ისაუბრეს

access_time2020-12-21 22:00:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰანს ჰენრი კლუგეს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



შეხვედრაზე კოვიდ 19-ის პანდემიისა და საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გატარებული ზომების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და საქართველოში ვაქცინაციის დაწყებაზე. ხაზი გაესვა პანდემიის დროს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაწევის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ჰუმანიტარულ შეთავაზებებზე უარს ამბობს.



საუბარი შეეხო რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანიას. ყურადღება გამახვილდა ლუგარის ლაბორატორიის, როგორც კოვიდ 19-თან ბრძოლაში მთავარი ფლაგმანის როლზე.



მხარეებმა თამბაქოს კონტროლის რეფორმის, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის, ტუბერკულოზის პრევენციისა და კონტროლის, პირველადი ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმების შესახებაც იმსჯელეს.




არჩილ თალაკვაძემ ჰანს კლუგეს მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.



„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორთან. ჩვენ ვისაუბრეთ, პირველ რიგში, ვაქცინასთან დაკავშირებით, ცნობები ვაქცინის მოწოდებაზე არის იმედის მომცემი, რომ ჩვენ შეიძლება შედარებით მოკლე დროში უკვე პანდემიის დამარცხება შევძლოთ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად. სამეცნიერო წრეები, გლობალური ფარმაცევტული კორპორაციები მუშაობენ, რომ ხელმისაწვდომობა ამ კუთხით იყოს მაღალი და ჩვენი ხელისუფლებაც ძალიან აქტიურია, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლოს რეგიონში ვაქცინაციის დაწყება. ასევე, განვიხილეთ ის სამუშაო, რაც ხელისუფლებამ გასწია მიმდინარე წლის განმავლობაში კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საკანონმდებლო მხარდაჭერაზე, მოგეხსენებათ, რომ პარლამენტი უკვე ამ დღეებში განიხილავს ამ შეზღუდვების რეჟიმის გახანგრძლივებას და მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხს, ასე რომ, ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც, რომ მიგვეღო რჩევები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.



„პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. პირველ რიგში, გამოვხატე მადლიერება პარლამენტის მიმართ იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან კოვიდ19-ის საპასუხოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების გასატარებლად გასწია. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური დინამიკაა, თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ სადღესასწაულო პერიოდში, რათა ეს დინამიკა არ შევაბრუნოთ“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.



შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები - დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე და მარიამ ქვრივიშვილი, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი, ნინო ბერძული ესწრებოდნენ.








საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up