არჩილ თალაკვაძემ ის 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ ის 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

access_time2019-09-21 12:21:58

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხი არის საარჩევნო რეფორმა, რომლითაც ქვეყანაში 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარდება.

„როგორც იცით, ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და ჩვენი ქვეყანა გადავიდოდა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს. შემდგომში იყო საზოგადოების მოთხოვნა, იყო პოლიტიკური კონსულტაციები და ჩვენ, როგორც დემოკრატიული ძალა, ვითვალისწინებთ ამ გარემოებებს, ვითვალისწინებთ ჩვენი საზოგადოების აზრს და ვცვლით პროპორციული არჩევნების თარიღს. ის ჩატარდება 2020 წელს. გარდა ამისა, საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება კანონმდებობაში. ეს არის პარტიების დაფინანსების მოდელის შეცვლა უფრო სამართლიანი, უფრო ობიექტური, უფრო გამჭვირვალე მოდელით, ეს არის ცვლილებები პარტიების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით. ყველა ამ საკითხზე ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან და ჩვენს საერთშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. მაქსიმალურად ვეცდებით ეს რეფორმა წარმატებით დავხუროთ საშემოდგომო სესიაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიისას აქტიურ მუშაობას აპირებს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებითაც.


„ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. ჩემს კოლეგებთან ერთად ვაპირებთ კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ პარლამენტთაშორისი თანამშრომობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან, ვაპირებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებში და ამ ფორმატებში. ეს არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ევრობის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და თქვენ ნახავთ, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში ჩვენი დელეგაციები, ჩემი კოლეგები ძალიან აქტიურ მონაწილებს მიიღებენ ამ პროცესში. რა თქმა უნდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ძალიაან მნიშვენელოვანი საქმე ეს არის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან გახდეს შესაბამისი და რა თქმა უნდა აეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დ ჩვენი საზოგადოების ინტერსებზე იყოს მორგებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

IPN





„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up