არჩილ თალაკვაძე - ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა დიპლომატიური გზებით მოვაგვაროთ ჩვენი ნომერ პირველი გამოწვევა, რაც არის ოკუპაცია

არჩილ თალაკვაძე - ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა დიპლომატიური გზებით მოვაგვაროთ ჩვენი ნომერ პირველი გამოწვევა, რაც არის ოკუპაცია

access_time2019-09-28 16:10:31

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორები მხარს გვიჭერენ, რათა დიპლომატიური გზებით მოვაგვაროთ ნომერ პირველი გამოწვევა, რაც არის ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორ  არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გაერო-ს ასამბლეის ფარგლები დადებითი შეფასება მისცეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.

„ეს განიხილება როგორც შესაძლებლობა, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის გამოყენებით სცადოს იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩიხშია შესული და ყოველწლიურად აუარესებს ჩვენი მოქალაქეების, აფხაზი და ოსი დების და ძმების ცხოვრების დონეს.  ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორები მხარს გვიჭერენ, რათა დიპლომატიური გზებით მოვაგვაროთ ნომერ პირველი გამოწვევა, რაც არის ოკუპაცია. საერთაშორისო სამართლის პრინციპების და სამართლის თანახმად ჩვენი ტერიტორია უკანონოდაა ოკუპირებული და სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამ დაშვებით ვმონაწილეობთ ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკაში დეოკუპაციის მიმართ, არის სწორი, ვინაიდან ამ პოლიტიკის დამსახურებით საქართველომ შეძლო 2012 წლიდან დღემდე უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება.


„რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, აქ არანაირი რუსოფობია, არანაირი სუბიექტური მიდგომები არ არსებობს და საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რაც ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს საერთაშორისო სამართალი აქვს დარღვეული და უკანონოდ ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. შესაბამისად, აქ არის ელემენტარულად იმის განცდა, რომ უსამართლობა უკვე გრძელდებაწლების განმავლობაში და გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობის და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ეს რუსეთის სახელმწიფომ უნდა გაითავისოს. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უფრო მალე მოგვარდება ოკუპაციის პრობლემა და კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრენები უნდა აღდგეს.

„საქართველოს ეკონომიკაზე ზეწოლა ვერ მოხდება მხოლოდ ფრენების შეზღუდვით, ან სხვა ბერკეტების საშუალებით, რადგან ჩვენ ვართ უფრო მეტად ინტეგრირებული მსოფლიო ბაზრებზე, გვაქვს დივერსიფიცირებული ეკონომიკა, უფრო დამოუკიდებელი ენერგეტიკა და ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ საქართველო თავის ეროვნულ ინტერესებს ოკუპაციასთან მიმართებაში არ დათმობს არანაირი სხვა სიკეთის ფასად, ამავე დროს ჩვენ არ ჩავერთვებით არანაირ პროვოკაციაში და არ მივიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებებს, რომელმაც შეიძლება ჩვენი მოქალაქეები დააზარალოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

1tv




„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up