საქართველოში უკვე ჩატარდა კონკურენტული, თავისუფალი არჩევნები, ფუნდამენტური უფლებების დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგი რიგითი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2024 წელს.
„საქართველოში უკვე ჩატარდა კონკურენტული, თავისუფალი არჩევნები, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ეს აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განცხადებები იყო ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შემდეგი რიგითი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2024 წელს. ამ მოცემულობით 10 თვეში არის ადგილობრივი არჩევნები და რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება კიდევ ერთხელ შესაძლებლობა, რომ უკვე თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოებას საკუთარი ლიდერები და პროგრამები წარუდგინოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
imedinews.ge