არჩილ თალაკვაძე - შემდეგი ოთხი წელი გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები

არჩილ თალაკვაძე - შემდეგი ოთხი წელი გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები

access_time2020-10-16 18:20:53

„შემდეგი ოთხი წელი ოზურგეთისთვის, გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები და ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით კარს, მაქსიმალურად გავხსნით შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოზურგეთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით, გურიაში მნიშვნელოვანი სამუშაოები და პროექტები განხორციელდა.


სიტყვით გამოსვლისას, მან გურიის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.


„თვისობრივად ახალი ეკონომიკა განვითარდა და ამ ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მხარდაჭერით. შავი ზღვის სანაპირო ზოლი-ეს არის მსოფლიო ტურიზმის რუკაზე სრულიად ახალი მიზიდულობის ცენტრი, სრულიად ახალი ეკონომიკა, სრულიად ახალი ეკოსისტემა და მზად ვართ, ათი ათასობით სტუმარს ვუმასპინძლოთ ჩვენს მხარეში. გვეამაყება, რომ შევძელით, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ჩვენი საამაყო თეატრის აღდგენა, ავაშენეთ და გავარემონტეთ ფოლკლორის ახალი ცენტრი, სადაც ჩვენი საამაყო მრავალხმიანი მუსიკა ახალ თაობებს გადაეცემა, ვამთავრებთ უკვე მუზეუმის მშენებლობას და ჩვენი კულტურა, ისტორია ახალი სახით წარდგება უკვე ახალი თაობის სტუმრების წინაშე. რაც მთავარია, ეს არის ბიზნესპროექტები, მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს, დასაქმებას უკავშირდება და ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს ოზურგეთში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა და ბიზნესში ახალი თაობის შექმნა.


„ამიტომ, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება პროფესიული განათლების, ხარისხიანი განათლების მიწოდება და ამასთან ერთად, კაპიტალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც სურს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ვისაც სურს მეტის გაკეთება, ამის შესაძლებლობა მიიღოს. შემდეგი ოთხი წელი ოზურგეთისთვის, გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები და ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით კარს, მაქსიმალურად გავხსნით შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ, მოწინავე ხაზზე მდგარ ექიმებს, ექთნებსა და ეპიდემიოლოგებს. მისი შეფასებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობამ ვირუსის გავრცელების შეკავება ყველაზე რთულ პერიოდში ეფექტურად შეძლო.


„ მე მაქვს თქვენი იმედი, ჩვენი საზოგადოების იმედი, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს დაუჭერს ჩვენი საზოგადოება მომავალშიც, ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“ , - მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up