არჩილ თალაკვაძე: საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ  ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში

access_time2020-10-30 22:07:24

„საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.



„ამ წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება" იდგა თითოეული მოქალაქის გვერდით, მადლობა, რომ ახლა თქვენ დგახართ ჩვენთან ერთად, ახალი გამარჯვების მისაღწევად. ერთად ბევრი შევძელით ამ წლების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. მშვიდობა და თავისუფლება, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, დემოკრატიული არჩევნები, ზრუნვა ადამიანზე და მისი უფლებების დაცვაზე, საყოველთაო ჯანდაცვა, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება, ბიზნესის თავისუფლება, უფრო ძლიერი სოფელი, ახალი ინფრასტრუქტურა, ევროკავშირთან დაახლოება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განაცხადის გაკეთება, როგორიც არის ევროკავშირის წევრობა. საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.




გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის დახურვა და შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.






გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up