არჩილ თალაკვაძე - საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა! - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა

არჩილ თალაკვაძე - საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა! - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა

access_time2021-01-21 16:50:00

საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.



არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.



„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი.



2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრისი (სადაც დღეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული), მამაპაპისეული კერა და იქ გატარებული ცხოვრების ისტორია, თუმცა მათ არ დაუკარგავთ მომავლის იმედი და რწმენა სამართლიანობის მიმართ. უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები.



სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა. ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლოების მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე.




სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა.



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარ სამართლებრივ ანალიზთან ერთად წარუდგინა ამომწურავი მტკიცებულებები. მადლობას ვუხდი იუსტიციის უკვე ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც წარმატებით შეძლო დაეცვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები!



საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ!“-წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.




IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up