გერმანულ მოდელსაც სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება და დეპუტატთა ¾-ის მხარდაჭერა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციური ცვლილება მოითხოვს დროსაც.
„გერმანულ მოდელსაც, რომელიც საინტერესო მოდელია, ერთ-ერთი ევროპული, თუმცა, არა ძალიან გავრცელებული, სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება. შესაბამისად, ამან უნდა გაიაროს ის გზა, რაც არის გაწერილი კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, ანუ უნდა მოხდეს მისი ინიცირება, საჯარო განხილვები და შემდეგ ამასაც დასჭირდება სამი მეოთხედის მხარდაჭერა, შესაბამისად, აქ საუბარია დროზე. 2/3 თუ ¾ - ცალსახაა ის, რომ საკონსტიტუციო ინიციატივის მიღებას ერთი პარლამენტის ფარგლებში სჭირდება ¾-ის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, გუშინ ვერ მოხდა ასეთი მხარდაჭერის მობილიზება, რაც ნიშნავს, რომ ყველა სხვა ალტერნატივა, შესაძლებლობა იქნება ეს 2/3 -ით თუ 100-ზე ოდნავ მეტი ხმით, ამას სჭირდება ორი სხვადასხვა პარლამენტი, შესაბამისად, ეს აცდენილია 2020 წლის არჩევნების ნიშნულს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„კომერსანტი“