არჩილ თალაკვაძე - რის გაკეთება შევძელით და რას გავაკეთებთ მომავალში - ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი, გამოცდილი გუნდი და გვაქვს პასუხები ამ კითხვებზე

არჩილ თალაკვაძე - რის გაკეთება შევძელით და რას გავაკეთებთ მომავალში - ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი, გამოცდილი გუნდი და გვაქვს პასუხები ამ კითხვებზე

access_time2020-09-19 15:20:43

„ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი, რომ მომავალშიც გააგრძელოს განვითარება - ჩვენ გვაქვს გეგმა და მე მჯერა, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას მმართველი გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რაზეც „ქართული ოცნება" მომავალში გააგრძელებს მუშაობას.



„ჩვენ თქვენი მხარდაჭერით ყველაზე უკეთ შევძელით, რომ ამ წლების განმავლობაში დაგვეცვა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით, წინა ნებისმიერ ხელისუფლებასთან შედარებით, ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი რომ მოგიყვანოთ - 1.8 მლრდ ლარიდან ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, თქვენი მხარდაჭერით, 4.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა მხოლოდ ჯანდაცვის დაფინანსება. დღეისთვის, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, 8 მლნ-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა აქვს სახელმწიფოს დაფინანსებული. მეორე - ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების, საკუთრების უფლების დაცვა. ადამიანი, რომელიც ქმნის დოვლათს, დღეს, გამჭვირვალე საგადასახადო გარემოში, თავს გრძნობს დაცულად. მას ასევე აქვს მექანიზმები, თუ უსამართლობას წააწყდება, სად უნდა გაარკვიოს ეს საკითხი და ეს ინსტიტუტები დღეს მუშაობს გამართულად და მომავალშიც არის დაგეგმილი რეფორმები. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი რომ გითხრათ, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სააგენტომ 2.9 მლრდ ლარის პროექტები დააფინანსა და აწარმოე საქართველოს სააგენტომ, პროგრამამ, 1.4 მლრდ ლარის პროგრამები დააფინანსა. რიცხვებში რომ გითხრათ, 84 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩვენს სახელმწიფოში ისარგებლა ამ პროგრამებით, რათა შეექმნა თავისი ახალი ბიზნესი, დაესაქმებინა ადამიანები, ან გაეფართოვებინა უკვე არსებული ბიზნესი. შემდეგი საკითხი, რაზეც მოკლედ მინდა ვისაუბრო, ეს არის ინფრასტრუქტურა: ორჯერ მეტი მაგისტრალი არის გაკეთებული, სკოლები, ბაღები, წყლის სისტემები, მუზეუმები და არაერთი სხვა მნიშვნელოვანი სოციალური თუ ეკონომიკური ინფრასტრუქტურა გავაკეთეთ ჩვენ ამ წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გეგმა და მე მჯერა, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად. მინდა, ასევე, განსაკუთრებით გამოვყო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს" მხარდაჭერით. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი აჩვენებს, თუ რამდენად სტრატეგიული და მასშტაბურია ეს პროექტები: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აბასთუმნის განვითარების პროექტი, შავი ზღვისპირა ზოლის ეკონომიკური განვითარების პროექტი, სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა რიცხვიც არის ასეულობით, აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი, რომ მომავალშიც გააგრძელოს განვითარება. რა თქმა უნდა ეს პროექტები პირდაპირ ნიშნავს სამუშაო ადგილებს, უფრო მეტ კეთილდღეობას ჩვენს ოჯახებში და უფრო მეტ დასაქმებულ, უფრო მეტ განათლებულ ადამიანს, რაც ასევე, თავის მხრივ, უკავშირდება ეკონომიკას და განვითარებას. ჩვენ შევძელით პრაგმატული, მშვიდობიანი და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება. სწორედ ამის შედეგად, სწორედ თქვენი მხარდაჭერით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვაქვს უვიზო მგზავრობის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, და გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ასევე, უპრეცენდენტოდ ძლიერი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. და ბოლოს, რას ვგეგმავთ მომავალში: ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ ფუნდამენტური რეფორმები განათლების სექტორში, ჩვენ გავზარდეთ ხელფასები, ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება განათლებაში და ჩვენ გვჯერა, რომ განათლებით თქვენი შვილები, ახალი თაობა, შეძლებს უფრო წარმატებული, ეკონომიკურად უფრო ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ამაში ჩაიდება დიდი რესურსი და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობა ამ მიმართულებით ფუნდამენტური ნაბიჯებს დგამს და მათ აქვთ სრული მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდანაც. ჩვენ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, ვგეგმავთ, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, საგარეო პოლიტიკის სფეროში კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი წარმატებები",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და წარმატებები უსურვა.



„მინდა, მხარდაჭერა გამოვთქვა ბატონი გივი ჭიჭინაძის მიმართ, რომელიც, ვფიქრობ, რომ იქნება თქვენი საუკეთესო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის სამშობლოს სიყვარულის, წესიერების, უანგარო მოღვაწეობის მაგალითი. ადამიანი, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, აქვს საქმიანი და მეგობრული კონტაქტები იმ ხალხთან, ვისაც თქვენი მხარის საკითხების გადაჭრა შეუძლია. ამიტომ, სწორედ ის შეძლებს თქვენი პრობლემების ყველაზე სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას პარლამენტის და მთავრობის მხარდაჭერით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up